“შენი სამოსი მაცვია და შენს ბალიშზე მძინავს მხოლოდ“ – მარინა კარპის გულისამაჩუყებელი პოსტი

0
3406

“მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი 31 წლის გახდა. მეუღლემ გიგის დაბადების დღეზე ემოციური პოსტი მიუძღვნა.

“ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია. სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, როგორ დავიწყო და როგორ დავამთავრო. ასე ხდება ხოლმე, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და როცა ყველა ფიქრი შენად არის ქცეული… ამ დღეს, დაიბადა მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში – გიგი. ჩემი გრძნობის ახსნა შეუძლებელია, ის მესმის მხოლოდ, რომ ერთ დღესაც ეს ადამიანი სამუდამოდ შემიყვარდა.

ჩემი მეგობარი და ჩემი მარადიული სტიმული. ჩემი ცხოვრება (რამდენიმე მილიონი სიტყვაა კიდევ, მაგრამ არც ერთი არ შეეფერება). იყავი ბედნიერი, გიშ. აკეთე მუსიკა – ის ყველა ომს შეწყვეტს, მე ეს ვიცი. შენი განსაკუთრებული ღიმილი იარებს მოარჩენს.
როცა მოგზაურობ, როგორც ჭეშმარიტი მგზავრი, იცოდე, თუ შენთან არ ვარ, ყოველთვის გელი შინ, შენი სამოსი მაცვია და შენს ბალიშზე მძინავს მხოლოდ. დაე შენი (ჩვენი) ოცნებები ახდეს მალე, და თქვენ ყველანი, ჩემს დაბადების დღეზე, ერთ თვეში, დანარჩენზე ვიფიქრებთ. მიყვარხარ საშინლად. უზომოდ. მაგრად. ეს არის სულ…” – წერს მარინა კაპრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here