„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა

„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის“ – ფარგლებში 27 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლ „შავნაბადას“ სოლოკონცერტი გაიმართა. ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარდგა.

🔸აფხაზეთის სიმღერის ანსამბლი „შავნაბადა“ 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები „მართვესა“ და „ბიჭების“ აღზრდილები არიან. ,,შავნაბადას” რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ სიმღერებს, საკრავიერ და საეკლესიო მუსიკას. ანსამბლი აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონებში ქართული გალობა-სიმღერის რაიონული სკოლების დასაარსებლად. „შავნაბადა“ მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კონცერტებთან ერთად ატარებს ქართული სიმღერა-გალობის მასტერკლასებს, ლექცია-კონცერტებს და მონაწილეობს ფესტივალებში. გასულ წლებში ანსამბლმა წარმატებით ითანამშრომლა მსოფლიოში გამოჩენილ მსახიობებსა და მუსიკოსებთან: რიშარ გალიანო, უეჰარა ჰირომი, რალფ ფაინსი, სარა კობამა, ჯენი სმიტი და ა.შ… 2016 წელს ,,შავნაბადა” მიიწვიეს მსოფლიოში ცნობილ ლაიპციგის „გევნდჰაუსში“, საიდანაც კონცერტები, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ანსამბლს არაერთხელ დაუმსახურებია სხვადასხვა მედიის ყურადღება, მათ შორის, „BBС “-ის.

1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და გამოირჩევა მუსიკალური შედევრების სიმრავლით, ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩენას. ,,შემოდგომის თბილისს” ყოველწლიურად გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ.

სიახლეები/

|

September 29, 2017 / 3:23 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„მადლობა, Georgia, you were amazing!”- ვაიქლეფ ჟანი ქართველი მელომანებით აღფრთოვანებული დარჩა

უიტნი ჰიუსტონი, ჯგუფი “Destiny’s child” და კიდევ არაერთი ვარსკვლავი, რომელთანაც უთანამშრომლია –  ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით მე-3 დღის სტუმარი ვაიქლეფ ჟანი იყო.  გუშინ საღამოს ბათუმის კორტების სცენაზე საოცარი ზეიმი შედგა. სცენაზე გაჯაზება ვაიქლეფმა მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული „მრავალჟამიერი“ გაარემიქსა და ამით მან პირველი მუხტი მოიტანა, რომელიც კონცერტის ბოლომდე არ განელებულა. პირველი კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც ვარსკვლავმა […]

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

ტრომბონ შორთის დანთებული ცეცხლი სცენაზე და რამდენიმესაათიანი ლოდინი ერიკა ბადუს კონცერტამდე – ჯაზფესტივალის მე-2 დღე

ლეგენდარული რობერტ პლანტის, „ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტის შემდეგ, მელომანებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებისკენ გადაინაცვლეს. 20 ივლისს მუსიკის მოყვარულების წინაშე ტრომბონ შორთი და ერიკა ბადუ წარსდგნენ, თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების სტუმრობით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ მელომანებს რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ, სანამ ერიკა ბადუ დიჯეის პულტთან დადგებოდა. სანამ ერიკა ბადუს დაგვიანების ამბის შესახებ მოგიყვებით, მანამდე […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა