შავი ზღვის ჯაზფესტივალი რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება

0
1317

19 ივლისს, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული რობერტ პლანტისა და „Sensational Space Shifters“-ის კონცერტით შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალი გაიხსნება.

შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს 19-22 ივლისს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია“ რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters”. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ: ჯგუფი “Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი Wyclef Jean, R+R=NOW – რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ “Mop Mop”.

20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here