შალვა რამიშვილმა არ იცის, რისთვის დააკისრეს 2000 ლარის გადახდა – „რაც არ ყოფილა, იმას ვერ დამაბრალებენ…“

შალვა რამიშვილმა არ იცის, რისთვის დააკისრეს 2000 ლარის გადახდა – „რაც არ ყოფილა, იმას ვერ დამაბრალებენ…“

შალვა რამიშვილი ცნობილ პროდიუსერს, შალვა რამიშვილს სექსუალური დევნის გამო 2000 ლარის გადახდა დაეკისრა. მის წინააღმდეგ საჩივარი თათია სამხარაძემ შეიტანა. სასამართლოზე შალვა რამიშვილის მხარე ჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვდა, თუმცა თათია სამხარაძე ამის წინააღმდეგ წავიდა. საბოლოოდ, სასამართლომ შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა რამიშვილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობს. ამის შესახებ მან „სარკესთან“ ისაუბრა.

შალვა რამიშვილი:

სასამართლო პროცესზე ინფორმაცია საზოგადოებამ შეიტყო მხოლოდ ბაია პატარაიას პოსტიდან, რადგან არანაირი დოკუმენტი გამოქვეყნებული არ არის. სასამართლო პროცესზე ზეპირად გამოქვეყნდა სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც არის ნათქვამი, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამხარაძის სარჩელი და მე დამეკისრა ჯარიმა მორალური კომპენსაციისთვის 2000 ლარის ოდენობით.

საინტერესოა, რომ სარეზოლუციო ნაწილში არ არის ახსნა-განმარტება, თუ რა ნაწილში დაკმაყოფილდა, რატომ დამეკისრა და ა.შ. მე სექსუალური შევიწროება-დისკრიმინაცია არ ჩამიდენია და იმედი მაქვს, რომ სამოტივაციო ნაწილში ეს არ იქნება ასახული.

უნდა დაველოდოთ სამოტივაციო ნაწილს, რომელიც, მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა გადმოგვეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა განცხადება, რომელიც რაღაც სურვილებზეა დაფუძნებული, მხოლოდ სურვილია და სხვა არაფერი. დაველოდებით და, მოსამართლის მსჯელობიდან გამომდინარე, ჩვენც ვიმსჯელებთ, ვინ მოიგო ეს პროცესი და ვინ ვის დაუმტკიცა.

ფაქტია, რომ 2000 ლარი დანაშაულისთვის დაგეკისრათ…

არ ვიცი, რისია ეს 2000 ლარი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ სექსუალური ძალადობა, დისკრიმინაცია და ა.შ. არ დამტკიცდეს, ანუ ის, რაც არ ჩამიდენია. იმედი მაქვს, რომ რაც არ ყოფილა, იმას ვერ დამაბრალებენ. მე ხომ ვიცი, რომ არ ყოფილა შევიწროვება-დისკრიმინაცია?!

პროცესებს არ ესწრებოდით? არ იყო ამ ყველაფერზე მსჯელობა?

პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ ორი წინადადებაა, მაგრამ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მე ჯარიმა დამეკისრა. არც ერთი მუხლი და არც სხვა რამ მითითებული არ არის.

გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას?

ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ უნდა ვნახოთ, რა წერია სამოტივაციო ნაწილში, მე მამა აბრამის ბატკანი არ ვარ და არც ეს სკანდალი მახასიათებს კარგად, მაგრამ მნიშვნელოვანია შემდეგი რამ – მე არ ვარ მოძალადე და შემავიწროვებელი.

ფულის გადახდის პრობლემა არ არის. კანონი რასაც დამავალდებულებს, იმას გავაკეთებ. თუ ყველა ინსტანციას წავაგებ, რომც არ მინდოდეს, აღსრულების ბიურო მაინც გადამახდევინებს ფულს.

სიახლეები/

|

January 10, 2018 / 4:16 pm

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

მაიკო კაჭკაჭიშვილი შალვა რამიშვილის კრიტიკას პასუხობს

კომპოზიტორმა და ვოკალისტმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა და რეპერმა, აჩიკო ვანიშვილმა, ახლახან ზალიკო უდუმაშვილის კამპანიისთვის ეთერ ჭელიძის “ჭაღარა თბილისო ჩემო” გადააკეთეს. მათ მიერ შესრულებულმა ვერსიამ მოწონება დაიმსახურა, თუმცა არა ყველასგან.   მაგალითად, შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ წინა დუეტისგან განახვავებით, ეს მათ ნაკლებად წარმატებული გამოუვიდათ. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გაკეთებულო პროდიუსერის ამ კომენტარს მაია კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა და […]

არის თუ არა ალექსანდრე მაკედონელი მომღერალი და რატომ იხდის სახელმწიფო მასში 7 მილიონს? – კითხვა, რომელიც გაგამხიარულებთ

შალვა რამიშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც გამვლელებს ეკითხებიან, რა აზრის არიან სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ, მორიგ კონცერტზე, სადაც მომღრალი ალექსანდრე მაკედონელი ჩამოჰყავს და შვიდ მილიონს იხდის.

“ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა

დღეს დილით ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, დეტალების გასარკვევად თავად ტელეწამყვანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბეროშვილამდე გადაცემა შალვა რამიშვილს მიყავდა, მაგრამ ტასო ბარნოვასთან არსებული დაპირისპირების შემდეგ, რამიშვილმა ტელეიმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „მიუზიკ ბოქსი“ ილო ბეროშვილის შოუს პროდუსერს, გიორგი ჯავახაძეს დაუკავშირდა:

“თუ სახინკლე მეტ მაყუთს წერს – რესტორნის დედაც”! – შალვა რამიშვილი “ილო ბეროშვილის შოუს” აკრიტიკებს

ქართულ სატელევიზო სივრცეში სკანდალები კვლავ არ წყდება. ამჯერად შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ილო ბეროშვილის შოუზე საუბრობს.

თათია სამხარაძე სტრესის, დეპრესიისა და მძიმე ცხოვრების შესახებ

მსახიობი თათია სამხარაძე ეკა ხოფერიას თოქშოუში ალაპარაკდა. როგორც მან განაცხადა, დეპრესიის გამო, რომელიც პირადი ცხოვრების გამო შეექმნა და ქმართან გაშორება იგულისხმა, საგრძნობლად დაიწყო წონაში კლება. შემდეგ კი დედა დაეხმარა, რომელმაც ექიმთან მიიყვანა.

რეკლამა