შალვა რამიშვილი: “ეს არის ისტორია ჩემი და ჩემი გუნდის წინასაარჩევნოდ “იმედიდან” მოსროლისა”

0
177

შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ასახელებს მიზეზს, რის გამოც ის “იმედიდან” გამოუშვეს და როგორც აღნიშნავს, ამ ამბის გასაღები თათია სამხარაძე არ არის. ტელესახის მოსაზრებით, ამაში არც ხელისუფლებაა დამნაშავე, არამედ ტელევიზიის ჩრდილოვანი მმართვრლობა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.

“ჯერ რამოდენიმე სიტყვა ჩაწერაზე

ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ გვაქვს მინიმუმ ორი ცხოვრება. ერთი საჯარო, როცა იცი რომ ათასი თვალი და ყური გიყურებს. და მეორე – პირადი, ოჯახში, მეგობართა წრეში თანამშრომლებში ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენი სიტყვები ხუმრობანი, ადამიანთა (მათ შორის უახლოესთა) შეფასებანი მხოლოდ იმ ყურებს განეკუთვნება, რომლებიც ამ ლაპარაკს ღიად ისმენენ.

არა ფარულად! ღიად!

რამდენჯერ ყოფილა რომ თქვენ გიხუმრიათ ისე, რომ ამ ხუმრობის გასაჯაროების შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, რამდენჯერ გიგინებიათ უფროსისთვის, მეზობლისთვის, მთავრობისთვის ხოლო შემდეგ გინების ადრესატთან გიქეიფიათ კიდეც.

ასეა, ჩვენ გვინდა სივრცე სადაც მხოლოდ ჩვენ და ის ადამიანები არიან რომელთაც იქ შემოვუშვებთ.
გიფიქრიათ იმაზე რა ცუდია ცხოვრება ისეთ გარემოში სადაც შენი სიტყვები შეიძლება ჩაიწეროს თანამშრომელმა, მეგობარმა ვიღაც ახლობელმა და შინაურმა.
ახლა რაც შეეხება თათია სამხარაძეს.

მე ვარ ის კაცი, რომელმაც ეს გოგო ტასო ბარნოვად აქცია, სამხარაძე მარტის თვეში როცა “შევიწროვებული” იყო “სარკესთან” ინტერვიუში წერდა თუ რა ძვირფასი ადამიანი ვარ მისთვის. ჩემს ცოლს პირად მიმოწერაში ეუბნებოდა რომ საოცრად დადებითი აურა აქვს და მისი და ჩემი შვილის ნახვა უნდა. 3 წლის ურთიერთობის მანძილზე ათასი რამ აქვს ჩემთვისა და ჩემი ცოლისთვის ნათქვამ-მოწერილი. მათ შორის პირად თემებზე. მის შეყვარებულებზე, ქმარზე, ოჯახურ ამბებზე და მისთ. რა ვქნათ ახლა, ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა? მოეწონება ეს თათია სამხარაძეს?
რა თქმა უნდა არა!

სასამართლო დაამტკიცებს რომ არანაირი მოძალადე მე არ ვარ!

ამას იტყვის პროკურატურაც!

რა თქმა უნდა თათია სამხარაძე არაა ამ ისტორიის გასაღები. ეს არის ისტორია ჩემი და ჩემი გუნდის წინასაარჩევნოდ

“იმედიდან” მოსროლისა. ამაში ხელისუფლებას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ეს ქართული მედიის ახალი ჩრდილოვანი მმართველების ჩადენილია!

არის ჯგუფი რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს! ჯგუფი ძლიერი და გავლენიანი. სწორედ მათ თამაშს შევეწირე.

მაგრამ ყველაფერი თავის დროზე!

ახლა კი კი ბრძოლის დროა!

უღრმესი მადლობა ჩემს ცოლს და ოჯახს. ბოდიში რომ ამ შარში გაგხვიეთ. მე არა ვარ ღირსი ასეთი თანადგომისა მაგრამ ვგონებ იღბალი მაქვს ისეთი, რომ ხშირად დაუმსახურებელ მხარდაჭერის ხელს მიწვდიან ხოლმე.

ყველას, განსაკუთრებით იმათ ვისაც არ მოვწონვარ. გთხოვთ სასამართლოს განაჩენამდე შეინარჩუნოთ მინიმალური ობიექტურობა!

მადლობთ ყურადღებისათვის” – აღნიშნულია შალვა რამიშვილის განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here