სცენაზე სისხლდენის მიუხედავად ბიონსემ კონცერტი მაინც განაგრძო

0
3739

როგორც წესი ბიონსეს კონცერტები გაჯერებულია ცეკვებით და რთული სასცენო დადგმებით, რომლის დროსაც არ არის გამორიცხული, რომ შოუს რომელიმე მონაწილემ მსუბუქი ტრავმა მიიღოს ან რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. სულ რამდენიმე საათის წინ, ნიუ იორკში გამართული კონცერტის დროს, თავად ბიონსე დაშავდა. ერთერთი სიმღერის შესრულების დროს მომღერალს ყურიდან სისხლი წამოუვიდა.

სისხლდენის მიზეზი არც მაღალი წნევა გახლდათ და არც რამე სხვა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა. ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდა, როგორც ირკვევა ბიონსეს თმები, მის საყურეებში აიბლანდა და როდესაც ის თმის უკან გადაწევას შეეცადა, საყურემ ყურის ბიბილო სწორედ ამ დროს დაუზიანა. პუბლიკის გასაკვირად, ბიონსემ მომხდარს ყურადღება არ მიაქცია და შესრულება განაგრძო.

კონცერტზე ნანახით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები, ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გაუთავებლად წერდნენ. ფანები უზომოდ გახარებული იყვნენ იმით, რომ მათი კუმირი არ მოიქცა როგორც კაპრიზული ვარსკვლავი, არამედ პირიქით, მან თავისი საქმისთვის თავდადებული პროფესიონალის თვისებები გამოავლინა.

თუმცა მოგვიანებით მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა და სოც-ქსელებში ფანატიკოსები გამოჩნდნენ, რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს და ამისკენ სხვებსაც მოუწოდეს. ინტერნეტში გაჩაღდა კამპანია შემდეგი ჰეშტეგებით: #CutForBeyonce და #BleedForBeyonce, რასაც მოჰყვა კომენტარები „თუ დედოფალ ბიონსეს სისხლი მოსდის, ჩვენ  უნდა გავერთიანდეთ და დავღვაროთ ჩვენი სისხლი, მისი სულიერი ძალის აღსადგენად“

ეს ყველაფერი გადამეტებული ხუმრობა იყო თუ ბრმა ფანატიზმის გამოვლინება, დასკვნები თავად გამოიტანეთ…

https://www.youtube.com/watch?v=yGJrvg3ZAUI
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here