“სასწაულებიც ხდება” – ოთო ნემსაძეს ბათუმში სახლი აჩუქეს

0
2292

მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში, იმ მოულოდნელი საჩუქრის შესახებ წერს, რომელიც გუშინ მიიღო.

ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც თავისი დიდი სიმპათია გამოხატა ჩემი შემოქმედების მიმართ და მითხრა ბათუმში რომ მოხვდები უბრალოდ შემეხმიანეო.

გუშინ ჩამოვედი ბათუმში და შევეხმიანე ამ კარგ ადამიანს მოსაკითხად. შევხვდით ერთმანეთს და მან მანქანა დიდ მშენებარე კორპუსთან ბათუმის ცენტრში გააჩერა. მითხრა ამ სახლს მე ვაშენებ და აი მეჩვიდმეტე სართულზე ძალიან მაგარი ხედით ბინა შენიაო……

გავჩერდი და გავიყინე ადგილზე არც კი ვიცოდი რა მეთქვა გულმა ისე დამიწყო ცემა მეგონა ამოვარდებოდა, თან მოაყოლა არ მინდა არაფერი უბრალოდ კაი კაცი ხარ და აი ეს სახლი მინდა გაჩუქოო, ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამთანხმდა პოსტის დადებაზე.

პ.ს. არასდროს არ მილაპარაკია ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი დამილაგა თავისი უდიდესი სულგრძელობით.

პ.პ.ს. აი ზუსტად ესეთი ადამიანები უნდა იყვნენ წარმატებულები უგზო-უკვლოდ, რათა ბევრი კეთილი საქმე აკეთონ

მადლობა თქვენ, მე არ ვიცი როგორ გამოვხარო ჩემი სიხარული
ახალი ტალღა ბინები ბათუმში Новая волна апартаменты Батуми New Wave Batumi
დიდი მადლობა თქვენ ბატონო რამაზ!! Ramaz Msakhuradze
დედის დღეს გილოცავთ დედებო
მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს პოსტი, სასწაულებიც ხდება #სიკეთეგადამდებია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here