საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ იქნება წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარმოადგენენ. საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლებისთვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში” გაცნობა მოხდება.

16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში Panorama შედგება თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ “ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა. Shooting Stars – ამ ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები” შესრულებული როლისთვის მოხვდა. კატეგორიის ნომინანტი მსახიობები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი, 2018) დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

გერმანული კინოს აკადემიამ “ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ჩვენებები სპეციალური რეტროსპექტივის LOLA at Berlinale ფარგლებში – 18 და 21 თებერვალს დელფის ცნობილ კინოთეატრში გაიმართება, რის შემდეგაც მაყურებელი ფილმის შემქმნელებს შეხვდება. პროექტს LOLA at Berlinale სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.

სექცია BERLINALE CLASSICS მაყურებელს მსოფლიოში ათწლეულების წინ აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალატოზიშვილის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი – „მიფრინავენ წეროები” იქნება.

Market Screenings-ის ფარგლებში, რომელიც დისტრიბუტორებისთვის ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს, გაიმართება ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე” ჩვენება.

14-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის – “საშიში დედა” გერმანული პრემიერა გახსნის.

რატი წითელაძე და ნინო ვარსიმაშვილი მათ პროექტს „ცარიელი სახლი” პარალელურად Talent Project Market-ზე წარადგენენ, სადაც იგი 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ.

ქართული მხარე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე. Coproduction Market განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სივრცეა პროდიუსერებისთვის.

გარდა ამისა, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ბერლინის კინიფესტივალის ფარგლებში გაიმართება დამატებითი შეხვედრები შემდეგი ქვეყნების კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან: შვედეთი, ბელგია, ავსტრია. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა თუ რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. პროექტებს უცხოელი კოლეგების წინაშე 10 ქართველი კინოპროფესიონალი წარადგენს.

კოპროდუქციის ბაზრობის ფარგლებში 19 თებერვალს გაიმართება Books at Berlinale. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლობის ფარგლებში, Books at Berlinale-სთვის ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა. ბერლინში დაგეგმილ ფიჩინგზე კინოადაპტაციით დაინტერესებული საერთაშორისო კინოპროფესიონალების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი “სხვა ამსტერდამი” წარდგება, რომელიც 12 საუკეთესო ნაწარმოებს შორის მოხვდა.

20 თებერვალს მექლენბურგ-ფორპომერნის ბუნდესლანდის წარმომადგენლობა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი გამართავენ მნიშვნელოვან მიღებას საქართველოს სახელით. მიღება მიეძღვნება საქართველოს მონაწილეობას 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მთავარი სტუმრის რანგში.

 

სიახლეები/

|

February 14, 2018 / 1:20 pm

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

თამო ვაშალომიძის პარიზული არდადეგები (ფოტოები)

თამო ვაშალომიძე დღეებს პარიზში ატარებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ფრანგულ ღირსშესანიშნაობებთან აქვს გადაღებული. მოდელმა ასევე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს შესანიშნავი ხედის ფონზე შამპანურს. რასაკვირველია, თამოს ისიც არ დაავიწყდა, რომ პარიზში გადაღებული ინტიმური ფოტოებიც გაეზიარებინა მეგობრებისთვის.  

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

კინოენით მოთხრობილი საქართველო

2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ეროვნული კინოცენტრი, გერმანიის კინოსმუზეუმთან (DeutschesFilmmuseum) და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ – “არსენალთან” ერთად, გამართავს ქართული ფილმების რეტროსპექტივას. ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს – უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები, როგორებიცაა კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია” […]

ქართველ მსახიობს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. ახალგაზრდა მსახიობმა ჯილდო რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის მიიღო. ირაკლი მსახიობი კახა ქორიძის შვილიშვილი და ნინო ქორიძის ვაჟია. დაჯილდოვების ვიდეოს სწორედ მისი დედა აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვისაც მისი შვილის წარმატება გაეხარდა. “მე ამ სიხარულს ზუსტად ვერ გადმოგცემთ.. ბედნიერი ვარ! […]

ნინო ბასილიას ფილმის “ანას ცხოვრების” მორიგი წარმატება

ნინო ბასილიას ფილმმა, "ანას ცხოვრებამ" კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. საერთაშორისო კინოფესტივალზე "край света", ფილმს პრიზი ორ ნომინაციაში გადაეცა. ანას ცხოვრებამ აიღო პრიზი საუკეთესი რეჟისურისთვის და მეორე პრიზი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ეკა დემეტრაძეს გადაეცა. კონკურსზე ძლიერი კონკურენცია იყო, გრან-პრი გერმანულმა ფილმმა აიღო.

რეკლამა