სალომე ღვინიაშვილის ბრჭყვიალა ახალი წელი – “შეგიძლიათ, ჩაცმულობაშიც გამაიმუნდეთ!..“

სალომე ღვინიაშვილის ბრჭყვიალა ახალი წელი – “შეგიძლიათ, ჩაცმულობაშიც გამაიმუნდეთ!..“

სალომე ღვინიაშვილმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და აბაშიძეზე საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა. მას სწორედ იქ ვესტუმრეთ და საახალწლოდ რჩევებიც მივიღეთ მოდურ ტენდენციებთან დაკავშირებით. სალომემ რამდენიმე თავის კოსტიუმში ჩვენი ფოტოკამერის წინ იპოზიორა.

სალომე ღვინიაშვილი:

წლევანდელი წელი ჩემთვის მართლაც წამრატებული იყო. დიდხანს ველოდებოდი ამას, რომ ჩემი ატელიე და ხაზი მქონოდა. ამას ვერ ვახერხებდი გარკვეული მიზეზების გამო, 8 წელიწადი არ მიცხოვრია საქართველოში. როცა თბილისში დავბრუნდი და დავფუძნდი, გადავწყვიტე ჩემი ბრენდის გაკეთება. ძალიან გახარებული ვარ, დილით ადგომა მიხარია, მოვდივარ და ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

აქ არის ატელიე, პატარა შოურუმი, მაღაზიას ალბათ, გაზაფხულიდან გავხსნი, თუმცა შოურუმის პრინციპიც მომწონს, ჯერ ორი კვირაა, რაც ვმუშაობთ და უამრავი ადამიანი მოდის. მოსწონთ და აფასებენ ხარისხს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია. არის რაღაცები, რასაც აქ ვყიდულობ, მაგრამ ძირითადად, ნაჭრები ჩამოტანილი მაქვს.

იხილეთ სრულად >>>

სიახლეები/

|

December 28, 2015 / 4:38 pm

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ულამაზეს ადგილას ისვენებს (ფოტოები)

სამი შვილის დედა სალომე ღვინიაშვილი რომ შესანიშნავ ფორმაშია, ამას ყოველდღიურად ამტკიცებს მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები. თუკი მის „ინსტაგრამს“ გადახედავთ, იხილავთ ახლანდელი დასვენების ფოტოებს, სადაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სალომე ბრწყინვალედ გამოიყურება. ის თურქეთში, ულამაზეს ადგილას, ალაკატში ისვენებს. (ფოტოები)

სალომე ღვინიაშვილმა საცურაო კოსტიუმში უნაკლო სხეული გამოაჩინა (ფოტოები)

ივლისის ბოლოა და ყველა ქალაქგარეთაა ან საზღვრებს გარეთ დასასვენებლად. დასვენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი. ამჯერად სალომემ არჩევანი თეთრ საცურაო კოსტიუმსა და პარეოზე შეაჩერა. მოდელი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურება და საცურაო კოსტიუმში უნაკლო სხეულს აჩენს. (ფოტოები)

როგორი თაიგული გაუგზავნა სალომე ღვინიაშვილს მეუღლემ ვალენტინობაზე (ფოტო)

დღეს ვალენტინობაა, შეყვარებულების დღე. ზოგი ამ თარიღს სკეპტიკურად უყურებს, ზოგიც ამბობს, რომ ყველა დღე სიყვარულისაა, ბევრი კი ამ დღეს აღნიშნავს და რჩეულს საჩუქრებით ანებივრებს. ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ამ დღეს, რასაკვირველია, ლამაზი თაიგულია. ფეხბურთელმა ზურა ხიზანიშვილმა ულამაზეს მეუღლეს, მოდელსა და წამყვანს, ვალენტინობა მიულოცა და მშვენიერი თაიგულიც გაუგზავნა. სალომემ თაიგულით ხელში ფოტო დადო და მეუღლეს მადლობა გადაუხადა.

რა სიურპრიზი მოუწყო ანუკი არეშიძემ სალომე ღვინიაშვილს?

დიზაინერი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი გუშინ 32 წლის გახდა. სალომეს დაბადების დღე მეგობრებმა მიულოცეს. ანუკი არეშიძემ და ნინი ზარქუამ მეგობრისთვის სპეციალური ტორტი შეუკვეთეს და მოულოდნელად სახლში ესტუმრნენ. სალომეს სიურპრიზი ძალიან მოეწონა და ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სალომე ღვინიაშვილს “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარი, ქმარმა ათქმევინა

სალომემ ინტერვიუში საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროექტის შემქმნელებს თავადაც უარი უთხრა ცეკვაზე. ყოველ ჯერზე მთავაზობენ მონაწილეობას, თავიდან დავფიქრდი, მაგრამ ზურამ მითხრა დაივიწყეო და მეც დავივიწყე. ცეკვა ინტიმურია, ზურამ მითხრა, არ მესიამოვნება 3 მილიონი ადამიანის წინაშე, სექსუალურად ან გამომწვევად რომ იცეკვოო

რეკლამა