სალომე ფაღავას მიმართვა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობას – „სინამდვილეში ნარკოდამოკიდებული ტიპები ხართ, რომლებსაც „პლანის“ გარეშე ჩაძინებაც კი გიჭირთ!..“

სალომე ფაღავას მიმართვა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობას – „სინამდვილეში ნარკოდამოკიდებული ტიპები ხართ, რომლებსაც „პლანის“ გარეშე ჩაძინებაც კი გიჭირთ!..“

მსახიობი სალომე ფაღავა სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობას მიმართავს. სალომეს პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მათ საყურადღებოდ, ვისაც „გასული“ მდგომარეობები იზიდავს!!!

შვილები გყაავთ, ვინც ამ ჯოჯოხეთის „გაპრავებისკენ“ იღწვით?

ერთი ვარიანტია – არ გყავთ და ვერ იაზრებთ , რა ემუქრება ჩვენს მომავალ თაობას, თან არ დაგვავიწყდეს 3 მილიონი ვართ !

მეორე ვარიანტია – გყავთ, მაგრამ იმდენად „გასული“ ხართ, რომ დროა, ექიმს მიმართოთ (ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, ნარკოლოგს…), მოძღვარს…

არ ვიცი, ვისთვის რა იქნება შედეგის მომტანი, სანამ ძალიან შეგიტოპიათ და საკუთარი შვილი ვეღარ გიცვნიათ!

და ეს ძალიან „აქტუალური“ გართობის ფორმა – აი, „MDMA”-ს , „Extasy”-ს , „პლიიიანის“ და „კოკაინის” გარეშე რომ ვეღარ ვერთობით.

რა გვინდა ვიცით საერთოდ?!

მომავლისგან რას ველით, საკუთარი თავებისგან რას ველით, მიზანი რა გვაქვს საერთოდ, გადაშენება?!

ვისაც არ გვსურს გადაშენება და გვინდა შევინარჩუნოთ რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელია, გაგვატარეთ, რა! თეთრი ხმაური ხართ თუ მწვანე!!!

ლეგალიზაციის გარეშეც კარგად შოულობთ, ეწევით, ირგებთ… არ მითხრათ, არაო, თორემ ისეთ ხარხარს ავტეხ, ვერ გავჩერდები.

გონს მოეგეთ, „გასულებო“, „პრადვინუტებო“ და ისეთებო , აი, ჩემნაირი აზროვნების ადამიანები თქვენთვის რო ძაან ჩამორჩენილები არიან და დროს რომ ვერ დაეწივნენ.

თან „აპრავებთ”, ნარკომანები არ ვართო, ანუ სარგებლობთ იმით , რო „პლიიანი” მსუბუქი ნარკოტიკია და სინამდვილეში გაქანებული ნარკოდამოკიდებული ტიპები ხართ, რომლებსაც „პლიიანის” გარეშე ჩაძინებაც კი გიჭირთ და თქვენ ამბობთ, რო ლეგალიზაცია გინდათ! ამასობაში თქვენი ცხოვრება, „ქეშებო”, გადის ბურუსში, მუდმივად გაბრუებულ მდგომარეობაში და საბოლოოდ, ისე ხდებით შიზოფრენიით დაავადებულები (თან, 90% -ის ბოლო ეს დაავადებაა), რო ირგვლივ აღარავის უნდა თქვენთან , მხოლოდ თქვენნაირებს, ნორმალურს, ჯანსაღს და მაქსიმალურად სრულყოფილს, არავის უნდა თქვენთან, არც შვილს, არც მშობელს, არც ცოლს, არც ქმარს… და რაც მთავარია, საკუთარი თავიც აღარ გინდათ, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თქვენ თქვენს თავს მართლა არ იცნობთ, დაკარგული ხართ დროში, სივრცეში , ყველგან…

#არალეგალიზაციას!!!!!!!!

#არანარკოტიკს!!!!!!!!!!“

სიახლეები/

|

February 1, 2018 / 1:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

სალომე ფაღავა: „ჩემი თვალით ვნახე „ჯემ ფესტზე, ქართველმა უკრაინელს ბოთლით ბიო რომ გადააწოდა და ის ადამიანი მომენტალურად „აყირავდა…“

სალომე ფაღავა ჟურნალ „სარკესთან“ ნარკოტიკების თემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი „ჯემ ფესტზე“ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. სალომე აღნიშნავს: „ჩემი თვალით ვნახე „ჯემ ფესტზე“, ქართველმა უკრაინელ ტურისტს ბართან ბოთლით ბიო რომ გადააწოდა და ის ადამიანი მომენტალურად „აყირავდა“, სასწრაფომ სიკვდილს გადაარჩინა. დიდი შანსია, 15, 16, 17 წლის ბავშვმა არ იცოდეს, რას აწვდიან და უცებ […]

სალომე ფაღავას სექსუალური ფოტოები “ჰეროკრატიის” გადასაღები მოედნიდან

მსახიობი სალომე ფაღავა, სოციალურ ქსელში ახალ, სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც „ჰეროკრატიის“ გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. მსახიობს წითელი ფერის, გამომწვევი კაბა აცვია. მასთან ერთად სურათზე, კოსტიუმების მხატვარი, სოფო იოსებიძეც არის აღბეჭდილი. „The last shoot....“ - წერს სალომე და იქვე აღნიშნავს, რომ მას სოფო იოსებიძე ალამაზებს. სალომე ფაღავა „ჰეროკრატიაში“ სოფო ნიჟარაძეს განასახიერებს.

სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი „ჰეროკრატიიდან“ – „სოფოს ძალიან ვუგებ…“

„ჰეროკრატიაში“ სოფო ნიჟარაძის პროტოტიპს მსახიობი სალომე ფაღავა განასახიერებს, რომელიც მაყურებელს შესაძლოა, სერიალ „დეტექტივებიდან“ ახსოვდეს. სალომე ჟურნალ „გზის“ დღევანდელ ნომერში ვრცელ ინტერვიუში თავისი ახალი როლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეროკრატიიდან“ შემოთავაზების შემდეგ თანხმობა პირდაპირ განაცხადა. „ფეისბუქზე ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან – სოფო ნიჟარაძე „ხარო“? შოკში ვარ ხოლმე. მგონი, ყველა მიხვდა, ვის როლს ვასრულებ. გარეგნობით […]

რეკლამა