სალომე ბაკურაძემ ვალენტინობაზე მეუღლეს ახალი სიმღერა მიუძღვნა

სალომე ბაკურაძემ ვალენტინობაზე მეუღლეს ახალი სიმღერა მიუძღვნა

სალომე ბაკურაძე რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა, სადაც თავისი ახალი სასიყვარულო სიმღერა წარადგინა სახელწოდებით „ეს სიმღერა“. მელოდიაც და ტექსტიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. სალომემ fortuna.ge-სთან სიმღერის შესახებ ილაპარაკა და გვითხრა, რატომ არ გამოაჩინა აქამდე კომპოზიცია, რომელიც მის მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს ეძღვნება.

სალომე ბაკურაძე:

სექტემბერში ეს სიმღერა უკვე მზად იყო და ჩემს მანქანაში ჰიტია, მაგრამ საჯაროდ აქამდე არ გამომიფენია. ვფიქრობდი ფორმაზე, რომლითაც ის მსმენელისთვის უნდა მიმეწოდებინა, მაგალითად, ვიდეორგოლის სახით. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჯერ რადიოში მოვიტანე. მოსინჯავ ბაზარს, მსმენელის რეაქციას და შემდეგ შეგიძლია, კლიპიც გადაიღო, რადგან ის სიმღერას პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება. მაინც კარგია, როცა იქამდე ისმენ აზრს სიმღერასთან დაკავშირებით. ასე რომ, დღეს, ვალენტინობის დღესასწაულზე, მისი რადიოპრემიერა „ფორტუნაში“ შედგა.

სიმღერის ტექსტიც და მელოდიაც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. როგორც კი დაწერა, დამირეკა და მითხრა, რომ ახალი სიმღერა დავწერე შენზე და ლაშიკოზეო. ისე გამიხარდა, როცა მაიკოს ეს მელოდია მოვისმინე… შემდეგ მას ბორიკო შხიანმა სხვა ფორმა და ცოტა ხასიათიც კი შესძინა არანჟირებით.

ლაშას მოეწონა?

ჯერ კიდევ მაიკოს ნამღერი მოვასმენინე და გულაჩუყებული იყო. თქვა, რომ პირველ რიგში, მაიკოს მადლობელია ამ საჩუქრისთვის, ასევე ჩემიც (იღიმის). რა თქმა უნდა, დასრულებულია ვერსია ძალიან მოეწონა. ზოგჯერ ვრთავთ მანქანაში და ჩვენს მეგობრებს ვასმენინებთ.

ვიდეორგოლის გადაღებას როდის ფიქრობ?

იქნება კიდევ საინტერესო თარიღები და კლიპის პრემიერას სწორედ ასეთ თარიღს დავამთხვევ. ვალენტინობას გამოვაჩინე ეს სიმღერა და ლაშიკოს მივუძღვენი. დავუწერე, შენი საჩუქარი FM 106.9-ზე მოისმინე-მეთქი (იღიმის).

ლაშას გადაიღებ კლიპში?

ალბათ, ეს რეჟისორის ხედვაზეა დამოკიდებული. ამაზე არ მიფიქრია, რომ ჩვენი მონაწილებით უნდა იყოს…

გაქვს კიდევ ახალი სიმღერა?

კი, ის ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ტექსტი – თემო საჯაიას, საზაფხულოა და მასზეც ვფიქრობ კლიპის გადაღებას. ეს სიმღერაც ადრე ჩავწერე, ზაფხულში. მის ჩაწერაში დათო ფორჩხიძე დამეხმარა, მან დაწერა ასევე ერთი კუპლეტი, მელოდიითა და ტექსტით, რომელიც ბორიკოს სიმღერას „მივადგით“, ასე ვთქვათ. სიმღერა მხოლოდ ჩაწერილია, ბოლომდე გაკეთებული არ არის და აღარც დავაჩქარე, რადგან საზაფხულოდ მინდა გამოვიდეს.

ძალიან აქტიური ხარ ბოლო დროს…

ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი გამოჩნდა, ჟურნალისტებიც ინტერესდებიან, მეტ-ნაკლებად კონცერტებიც არის. ასე რომ, როცა რაღაც მოთხოვნადია, უფრო მეტად აკეთებ, თორემ მე 12 წელია, ბენდთან ერთად კლუბებში, სხვადასხვა ადგილას გამოვდივარ. ჩემი ჰობიც და პროფესიაც ეს არის და შემოსავლის წყაროც. შესაძლოა, უფრო მეტად აშუქებს მედია და უფრო ჩანს ეს აქტიურობაც.

შენი და ნოდიკოს კლიპი „იუთუბზე“ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ელოდებოდი ასეთ შედეგს?

მართლა არ ველოდებოდი ამხელა შედეგს. თემატიკა ისეთია, ყველას გულზე რომ მოხვდება, არ არის გამოგონილი, გონების დასაძაბი. ვფიქრობდი, რომ მასიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მასშტაბზე არ მიფიქრია. ჩემ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ღმერთის საჩუქრად აღვიქვამ, ვაბრალებ სხვა ადამიანებს, სულ ვკითხულობ: „ვა, ეს ამბავი ჩემს თავს ხდება?!“. თუკი ვინმე კონცერტზე დამიძახებს, სულ ვეძებ ადამიანს, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადო. ალბათ, მაკლია ამბიციები, ამიტომ არ ველოდი, ასე რომ გადაირეოდნენ. არავინ შემხვედრია, ვინც დადებითი ემოცია არ გამოხატა ამ სიმღერისა და კლიპის მიმართ. ხომ გააჩნია, როგორ პოპულარობას მოიპოვებს სიმღერა?.. ჩემამდე ვიღაცის უარყოფითი შეხედულება და ნათქვამი არ მოსულა. ყველას ძალიან დიდი მადლობა (იღიმის).

 

 

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

February 14, 2018 / 5:37 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ფრანგული ელფერით და საყვარელი წითელი ფერი (ფოტოები)

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Shola Ama-სთან ერთად ბათუმში 19 ივლისს სალომე ბაკურაძე იმღერებს

19 ივლისს, ბათუმში, კლუბი „სექტორი 26“ საზეიმოდ გაიხსნება. ამ თარიღისთვის კლუბის მენეჯმენტმა არაჩვეულებრივი სტუმარი შეარჩია. Shola Ama დღეს საღამოს შვიდ საათზე უკვე აჭარაში იქნება. კლუბის გახსნაზე ის თავის საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, რომელთა შორისაა ცნობილი სიმღერა You Might Need Somebody. სწორედ ამ კომპოზიციას ის სალომე ბაკურაძესთან ერთად იმღერებს. სალომე თავადაც ასრულებს ხოლმე მას, ბენდთან გამოსვლისას და […]

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპმა 7 თვეში 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ შვიდი თვის წინ ნანატრი დუეტი ჩაწერეს, ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“. მეგობრებმა და კოლეგებმა კლიპიც გადაიღეს, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის. სიმღერა რადიოში მისი აჟღერებისთანავე ჰიტი გახდა, ხოლო ვიდეოს „იუთუბის“ საშუალებით რეკორდული რაოდენობის ნახვები დაუგროვდა, თრენდინგში კი პირველი ნომერი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ახლახან თავად ნოდიკომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ჩანს, […]

ნოდიკოსა და სალომეს კლიპი მცირე დროში 3 000 000-მა ადამიანმა ნახა

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპი სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ „იუთუბზე“ 4 თვეში სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს ინფორმაცია თავად ნოდიკომ გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიმღერისა და კლიპის შექმნაში იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ ვიდეო რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, პროდიუსერი კი თაკო დოლაბერიძე გახლდათ. შეგახსენებთ, რომ […]

ნოდიკოსა და სალომეს სამსახიობო დუეტი – „შეყვარებულების განსახიერება არ იყო რთული…“

13 ნოემბერს, კინოთეატრმა „ამირანმა“ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი კლიპის პრემიერას უმასპინძლა. კინოში მომღერლების მეგობრებმა, კოლეგებმა და ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე, ვიდეორგოლი „როიალ ბატონშია“ გადაღებული. სიმღერის მელოდია ლილიკო ნემსაძემ, ტექსტი კი ირინა სანიკიძემ შექმნეს. „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ რადიოეთერის საშუალებით უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და აშკარაა, რომ „პროფილში“ […]

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპის გადაღებები კახეთში მიმდინარეობს (ფოტოები)

Fortuna.ge-სთვის გახდა ცნობილი, რომ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალ სიმღერაზე, „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელიც რადიო „ფორტუნაზე“ უკვე ჟღერს და მსმენელმაც შეიყვარა, კლიპს კახეთში იღებენ. მომღერლებმა გადაღების ადგილი ბოლომდე არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კლიპი ძალიან ლამაზი კადრებით იქნება სავსე. ვიდეოს რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე. ნესტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი: კლიპი იქნება ძალიან ლამაზი, […]

რეკლამა