სალომე ასათიანი: „ჩვენ კლასობრივ ფაშიზმში ვცხოვრობთ!..“

0
1513

ტელეჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში კლასობრივი ფაშიზმი ბუდობს და არავის არაფრად მიაჩნია მუშის სიცოცხლე, ყველამ იცის, რომ თუ ღარიბად დაიბადა, მისი სიცოცხლე არაფრად ფასობს.

სალომე ასათიანი წერს:

„ხარაჩოებიდან ჩამოცვენილი მუშების ფონზე წამოჭიმული გაპრანჭული ოფისები და ძვირად ღირებული სახლები ჩვენი დღევანდელობის მეტაფორაა. ყოფიერებისაც და ცნობიერებისაც. იმ ქვეყნის მეტაფორა, რომელშიც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა იზრდება, და რომელსაც ჩრდილოვნად თუ ხილულად მილიარდერები და მილიონერები მართავენ – მთავრობაშიც და პარლამენტშიც. იმ ქალაქის მეტაფორა, რომელშიც ქუჩებიდან ყრიან გროშებზე მომუშავე ადამიანებს და შემდეგ ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებენ – და რომელშიც ამავე ქუჩებს და ტროტუარებს ახლად წამოჭიმული კორპუსები, კაფეები და ტანკისხელა ჯიპები იპყრობს. და იმ მოქალაქეების მეტაფორა, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც ხვალინდელი დღის შიშით ცხოვრობს და იცის – ღარიბად თუ დაიბადა, მისი სიცოცხლე არაფრად ფასობს. როცა მოკვდება, საინფორმაციო საშუალებებში უბრალოდ „კიდევ ერთ მუშას“ დაარქმევენ, სამუშაო ადგილას კი მეორე დღესვე ჩაანაცვლებენ სხვა, ასევე ხიფათისთვის განწირული ადამიანით. ამიტომაც, პირადად მე აზრს უკვე ამ თემაზე განცხადებებშიც ვეღარ ვხედავ. ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს ისედაც. ვცხოვრობთ კლასობრივ ფაშიზმში. ეს უნდა ვთქვათ, მოკლედ და მკაფიოდ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here