საკრებულოში კონკურსში „თბილისი-2017“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საკრებულოში კონკურსში „თბილისი-2017“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კონკურსში – „თბილისი-2017″ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ორგანიზებით წელს მესამედ გაიმართა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეეძლო.

გამონაკლისს ნომინაცია – წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიული ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ “თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სს “ფინკა ბანკი საქართველოს” კომპანია “ბაგრატიონის”, სადაზღვევო კომპანიის “არდის” და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” მხარდაჭერით გაიმართა.

გამარჯვებულები, რომლებსაც კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის – გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი) და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ერთჯერადად დაწესებული ფულადი პრემია გადაეცათ, შემდეგ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები – თეა თოფურია

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები – ვახტანგ ჯავახაძე

წლის საუკეთესო ესსე (სკოლის მოსწავლეთათვის) – სალომე ბენდელიანი

წლის საუკეთესო სიმღერა – სანდრო ნებიერიძე

წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები – ლელა აბრამიშვილი

წლის საუკეთესო ქანდაკება – დავით მაისურაძე

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები – გიორგი ველიჯანაშვილი

წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები: ირაკლი აბაშიძე, დიმიტრი შაფაქიძე

ჟიურის სპეციალური პრიზი – ანდრო ბუაჩიძე

წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები – ირაკლი აბაშიძე, დიმიტრი შაფაქიძე

დაჯილდოვების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ფოტოები

სიახლეები/

|

October 9, 2017 / 3:55 pm

TOP სიახლეები

„მადლობა, Georgia, you were amazing!”- ვაიქლეფ ჟანი ქართველი მელომანებით აღფრთოვანებული დარჩა

უიტნი ჰიუსტონი, ჯგუფი “Destiny’s child” და კიდევ არაერთი ვარსკვლავი, რომელთანაც უთანამშრომლია –  ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით მე-3 დღის სტუმარი ვაიქლეფ ჟანი იყო.  გუშინ საღამოს ბათუმის კორტების სცენაზე საოცარი ზეიმი შედგა. სცენაზე გაჯაზება ვაიქლეფმა მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული „მრავალჟამიერი“ გაარემიქსა და ამით მან პირველი მუხტი მოიტანა, რომელიც კონცერტის ბოლომდე არ განელებულა. პირველი კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც ვარსკვლავმა […]

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

ტრომბონ შორთის დანთებული ცეცხლი სცენაზე და რამდენიმესაათიანი ლოდინი ერიკა ბადუს კონცერტამდე – ჯაზფესტივალის მე-2 დღე

ლეგენდარული რობერტ პლანტის, „ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტის შემდეგ, მელომანებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებისკენ გადაინაცვლეს. 20 ივლისს მუსიკის მოყვარულების წინაშე ტრომბონ შორთი და ერიკა ბადუ წარსდგნენ, თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების სტუმრობით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ მელომანებს რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ, სანამ ერიკა ბადუ დიჯეის პულტთან დადგებოდა. სანამ ერიკა ბადუს დაგვიანების ამბის შესახებ მოგიყვებით, მანამდე […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა