,,სახლში სულ მაქვს ჩართული ჯანო კახიძის ალბომი” – ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე ,,არტ-Fm”-ში

0
1201

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმრები არიან ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე. გადაცემის მსვლელობისას სტუმრებმა ცოცხალი შესრულებაც შემოგვთავაზეს.

როდესაც ერთ სივრცეში სამი ვარსკვლავი ცხოვრობს, როგორ ატარებთ თვითიზოლაციის დღეებს?

ეკა მამალაძე:

ამ ცხოვრებამ მოგვცა ისეთი შანსი, რომ ვიჯდეთ სახლში და გავაკეთოთ ისეთი რამ, რისთვისაც დრო აქამდე საერთოდ არ გვქონდა. სულ მინდა ინგლისური ვისწავლო, დავჯდები დავიწყებ და აღარ ვაგრძელებ, ამ მხრივ ცოტა ზარმაცი ვარ. თვითიზოლაციის პერიოდში ვიგონებ და ვაკეთებ სასწაულ საჭმელებს, ვსწავლობ ერთი სიმღერის ტექსტს, არ შემიძლია  სიმღერის ისე შესრულება თუ არ გავითავისე. ვიმედოვნებ, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენ ისევ გავალთ გარეთ და დავუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. 27 მარტს იყო ჩემი დაბადების დღე და აღსანიშნავად მქონდა ძალიან დიდი გეგმები, თუმცა გული დამწყდა, რომ ვერაფერი გავაკეთე.

ნატალია ქუთათელაძე:

სამწუხაროდ ბევრ ადამიანს შეიძლება დღეს ან ხვალ საჭმლის ფული აღარ ქონდეს, ისინი თვითგადარჩენაზე ფიქრობენ, ამიტომ რთულია საუბარი გართობაზე.

ნატალია გვირჩიე რაიმე ფილმი, მუსიკა, როგორ გავხადოთ თვითიზოლაცია პოზიტიური?

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვუყურე ბოლოს რეზო გაბრიაძის ფილმი ,,დედა, იცი, მე სად ვიყავი?! “, ეგეთი კარგი განწყობის ფილმი დიდი ხანია არ მინახავს. რაც შეეხება სიმღერას, სახლში სულ მაქვს ჩართული ჯანო კახიძის ალბომი, ამიტომ ყველას ვურჩევ მის ნებიესნიერ შემოქმედებას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here