„რწყილისა და ჭიანჭველას“ პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

„რწყილისა და ჭიანჭველას“ პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ პატარა მაყურებელს „ რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს.

ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. პატარა მაყურებელს რწყილისა და ჭიანჭველას  თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობების ცოცხალ პლანს და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს  სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები.

სპექტაკლს ორი რეჟისორი ჰყავს: დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია, რომელიც აღნიშნული დადგმის ქორეოგრაფიც გახლავთ. სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა თოჯინები, რომლებიც მხატვარ ვახტანგ ქორიძეს ეკუთვნი,  მუსიკალური გაფორმება – ზურაბ გაგლოშვილს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ ფაიქრიძე.

„რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა მცირე სცენაზე, 20 იანვარს 17 საათზე შედგება. საპრემიერო სპექტაკლები გაიმართება 21 და 27 იანვარს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ რწყილი და ჭიანჭველა“ 16-26 თებერვლამდე მიწვეულია  იაპონიაში, საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტაჟი აზიის“ ეგიდით

სიახლეები/

|

January 15, 2018 / 5:13 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

დემნა გვასალიას ახალი კოლექციის შექმნა ღორის გრიპმა შთააგონა (ფოტოები)

დემნა გვასალია, როგორც ჩანს, ქართულ ახალ ამბებს თვალს იმაზე მეტად ადევნებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხანია, საქართველოდან წავიდა, მისი კოლექციების მთავარ ინსპირაციად მაინც მისი ქვეყანა რჩება. „მე გადავურჩი ღორის გრიპს და გავხდი ვეგანი“ – ამ წარწერით ჰუდი „ვეტმანის“ 2020 წლის ზამთრის კოლექციიდანაა, რომელიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, პარიზში, მუზეუმში წარადგინა. ეს ერთ-ერთი […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა