რონალდო და მესი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – ნოე სულაბერიძე „ცეკვების“ შესახებ

0
2701

7 ივლისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალია. პირველი ადგილისთვის ერთმანეთს ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი დაუპირისპირდებიან. პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე წერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ და ორივე კონკურსანტს წარმატებებს უსურვებს.

ნოე აღნიშნავს:

„სულ ვამბობ, რომ ეს პროექტი ჩემთვის მესამე შვილივითაა, რომელიც შეუძლებელია გაუჩერებლად არ გენატრებოდეს თავის ყველაზე მაგარი სტაფით, ყველაზე მონდომებული მონაწილეებით, ყველაზე მაგარი მოცეკვავეებით და ყველაზე მღელვარე ემოციური ფონით.

ხვალ ცეკვავენ ვარსკვლავების VII სეზონის ფინალია, სეზონის სადაც ყველა მონაწილე განსაკუთრებულად გამოირჩეოდა თავის ღირსეულობით, სეზონის, რომელსაც ორი ისეთი მაგარი ფინალისტი ჰყავს, რომ ორივე იმსახურებს გამარჯვებას.

მე კი, თანდათან მეტი მასალა მიგროვდება სიბერეში, ბუხართან პლედგადაფარებული შვილიშვილებისთვის ,,ბრექით” მოსაყოლად, თუ რა მაგარი პროექტის ნაწილი ვიყავი  😊 …ეს განსაკუთრებულად თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, ვინც პირველი დღიდან ამ პროექტს ქმნის და რომლებსაც რაოდენობის გამო არ გთაგავთ ❣️

წარმატებები ცეკვაში რონალდოს და მესის კლასის ფინალისტებს.

Good luck Irakli Makatsaria Bakhuta Bakhut“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here