როგორია თაკო გაჩეჩილაძის „ევროვიზიის“ სიმღერის ახალი ვერსია

0
2012

თაკო გაჩეჩილაძემ „ევროვიზიაზე“ წარსადგენი სიმღერის ახლებური ვერსია წარადგინა. „Keep The Faith“-ის მელოდია ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის, ტექსტი – თავად თამარას. არანჟირება ანრი ჯოხაძემ გააკეთა, „ევროვიზიისთვის“ მასში მცირე კორექტივები შევიდა და ახლებური ვარიანტი თაკომ ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნად გამართულ გალაკონცერტზე შეასრულა.

„იუთუბზე“ დადებულ ამ ვიდეოს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ხვდა წილად. წერენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან მომღერლის სიმღერაზე კლიპს, რომელსაც უკვე იღებენ და მალე წარმოგვიდგენენ. გადაღებიდან ფოტო თაკომ რამდენიმე დღის წინ დადო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here