როგორი დედაა ანუკი არეშიძე და რამდენადაა ჩართული კახი კალაძე ბავშვების აღზრდაში?

0
3260

ანუკი არეშიძე „დღის შოუს“ სტუმარი იყო, წარმატებულ დიზაინერს გადაცემაში, თან ახლდა უმცროსი ვაჟი ვაჩე, რომელიც აღმოჩნდა რომ სერიოზული და წყნარი ბიჭია. ანუკიმ გადაცემაში განაცხადა, რომ ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას თვითონ უთმობს, რადგან კახის ამის დრო არ აქვს. როგორც აღმოჩნდა დიზაინერი მკაცრი დედაა და ბავშვების აღზრდაში, ბოლომდე არის ჩართული. „კვირა დღეს აქტიურად ვატარებ ბავშვებთან, თუ საარჩევნო პერიოდი და განსაკუთრებული რეჟიმი არ აქვს, კახიც ჩვენთან ერთად არის. მივდივართ წყნეთში, თამაშობენ ფეხბურთს ან ვარჯიშზე მიყავს ბიჭები“ – განაცხადა ანუკიმ.

ანუკიმ გადაცემაში გაამხილა, რომ ის ხშირად კითხულობს ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ბავშვების აღზრდაზე.  

როგორც აღმოჩნდა კახი კალაძე ბავშვებს ყველა სურვილს უსრულებს, ანუკი კი თვლის, რომ ეს მაშინ უნდა გაკეთო ბავშვი ამას თუ დაიმსახურებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here