როგორი აგარაკი აქვს ნინო ჩხეიძეს საგურამოში ?

0
4961

ეკა ხოფერიას გუშინდელი გადაცემის სტუმარი, მომღერალი ნინო ჩხეიძე იყო. ნინომ გადაცემაში საკუთარი შემოქმედების და ოჯახის შესახებ ისაუბრა. მან მაყურებელს ის სახლიც დაათვალიერებინა, სადაც მისი ოჯახი ზაფხულში ისვენებს. ნინო ჩხეიძის აგარაკი საგურამოში მდებარეობს და უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. მომღერალმა გადამღებ ჯგუფს საგურამოში ქალიშვილთან ერთად უმასპინძლა.

“მე ყველაფერს ვეუბნებოდი ჩემს მშობლებს და იმედი მაქვს, ასე არის მარიკოც. ამ სახლში დიდ დროს ვატარებთ ზაფხულში, უამრავი ხალხი ჩამოდის. იმდენი ვიკრიბებით, დღის მანძილზე ოჯახის წევრები ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. საცურაო აუზის წინ უამრავ შეზლონგს ვალაგებთ, მე წყლის მეშინია და არ ჩავდივარ აუზში“ – განაცხადა მომღერალმა.

ნინომ გადამღებ ჯგუფს საბილიარდო ოთახიც დაათვალიერებინა, სადაც როგორც თავად აღნიშნა, ძირითადად მისი მეუღლე თამაშობს მეგობრებთან ერთად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here