როგორ შეაფასეს კრიტიკოსებმა Demi Lovato-ს ახალი სინგლი?!

0
26

1 ივლისს Demi Lovato-ს ახალი სინგლის – “Cool for the Summer”-ის ოფიციალური რელიზი შედგა. ნამუშევარი, რომელიც ელქტრონული ელემენტებით არის გაფორმებული შემსრულებლის VEVO-ზე თვის დასაწყისში გამოჩნდა და სულ რაღაც ორიოდე დღეში 3 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.

სიმღერის პროდიუსერი Max Martin-ი გახლავთ და როგორც მუსიკალური გამოცემები წერენ Lovato უკვე მის კლიპზე მუშაობს.

სინგლს უკვე მოჰყვა მუსიკალური კრიტიკოსებისგან გამოხმაურება. გამოცემა Nylon Nylon-ის ჟურნალისტი – Yasmeen Gharnit-ი ნამუშევარს საზაფხულო სიმღერას უწოდებს და დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს. Billboard-ის კრიტიკოსმა – Jason Lipshutz-მა კი ტრეკს 5-დან 4.5 ვარსკვლავი მიანიჭა, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია…

მუსიკალური გამოცემები უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ “Cool for the Summer” წლევანდელი ზაფხულის ჰიტი იქნება, თუმცა ჯერჯერობით სინგლი ჩარტებში ნამდვილად არ ლიდერობს…