როგორ მოიხიბლა არნოლდ შვარცენეგერი ქართველი დების საოპერო აკადემიით

0
2798

ეთერ ჭყონია (ლამორისი) ქართველი საოპერო შემსრულებელია, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავ დადგმაში მონაწილეობს და ამ სფეროში ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. ქალბატონი ეთერი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას ინტერნეტით დავუკავშირდით ინტერვიუს ჩასაწერად.

ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი აკადემიის შესახებაც ისაუბრა, რომელიც დასთან ერთად დააფუძნა და იმ ღონისძიებაზე, სადაც არნოლდ შვარცენეგერის მიწვევით, ზამთარში უნდა გაემგზავროს.

თუ შეიძლებარომ მოგვიყვეთ თქვენი ოპერით დაინტერესების შესახებ.

ჩვენს ოჯახში მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა საოპერო მუსიკა. ჩოგბურთს ვთამაშობდი და შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, მოგრამ როდესაც მშობლებმა შეიტყვეს, ჩემი სერიოზული წარმატებების შესახებ სპორტის ამ სახეობაში, სასწრაფოდ გამომიყვანეს, ეშინოდათ, რომ მუსიკას ჩამოვრჩებოდი. სხვათა შორის, ჩოგბურთის თამაშისას ხშირად ჩემი მეტოქე ზურაბ ჟვანიას მომავალი მეუღლე, ნინო გახლდათ. მაშინ 13 წლის გახლდათ. შემდგომში ჩვენ დავმეგობრდით… რაც შეეხება მუსიკას, დღემდე საოპეროზე მეტად, სიმფონიური ორკესტრისა და საფორტეპიანო მუსიკა მიყვარს.

პირველი სერიოზული როლირომელიცშეასრულეთ.

მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების პირველი სერიოზული როლი დეზდემონას პარტია გახლდათ თბილისის ოპერის თეატრში, ჯანო კახიძის მეთაურობით და ზურაბ სოტკილავას პარტნიორობით. თუმცა ჯერ სტუდენტი გახლდით, დიდი გაკვეთილი და გამოცდილება იყო ჩემთვის. უნდა ვთქვა, რომ პროფესიული გაგებით, თავიდანვე იღბლიანი ვიყავი. სულ გამოჩენილ ხალხთან მიწევდა მუშაობა. ზოგს ეგონა, ეს ყველაფერი ჩემი მშობლების ძალისხმევით ხდებოდა, მაგრამ როდესაც დასავლეთ ევროპაში მოვხვდი, იგივე განმეორდა – ჩემი ბიოგრაფიისთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამავე დროს ვამჩნევდი, რომ ბევრ კარგ მომღერალს არ ეძლეოდა ასეთი საშუალებები, ამიტომაც ვფიქრობ, იღბალს ჩვენ კარიერაში დიდი მნიშვნელობა აქვს. (ვრცლად)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here