როგორ მიულოცა დაბადების დღე მეუღლემ თამარ ივერს (ფოტოები)

0
1704

ცნობილმა სოპრანომ, აღაირებულმა საოპერო მომღერალმა, თავარ ივერმა, 8 სექტემბერს დაბადების დღე აღნიშნა. მთელი დღის განმავლობაში ის მილოცვებს იღებდა სოციალური ქსელის და სატელეფონო ზარების საშუალებით. მას დაბადების დღე მიულოცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა, ოფიციალური გვერდის საშუალებით.

როგორც თავად მომღერალმა აღნიშნა, მას ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რისთვისაც ოპერის მომღერალმა „ფეისბუქის“ საშუალებით მადლობა გადაუხადა.

თუმცა ყველაზე განსაკუთრებული თამარ ივერის მეუღლის მილოცვა გამოდგა. რაულ ცხადაძემ საყვარელ ქალს დიდი თაიგული უსახსოვრა.

თამარ ივერმა თაიგულით ხელში ქმრის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა:

„ღამის 00.01 ზე მომართვა საწოლში ჩემმა სიყვარულმა❤❤❤თუმცა მან იცის, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი თაიგული… თავად ის არის“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here