როგორ გაუმკლავდა ირმა სოხაძე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სექსუალური შევიწროვების მცდელობას

როგორ გაუმკლავდა ირმა სოხაძე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სექსუალური შევიწროვების მცდელობას

ირმა სოხაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ ცდილობდა რამდენიმე თანამდებობის პირი მის მოხიბვლას. მომღერალი აღნიშნავს, რომ ასეთ დროს ძალიან მაგარი ხდება და პასუხის დაბრუნებაც შეუძლია.

ირმა სოხაძე ამბობს:

„რომ ვთქვა, ჩემთვის არც ერთ კაცს არ შემოუხედავს სხვანაირად-მეთქი, არ დამიჯერებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ორი-სამი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ცდილობდნენ ამას და ის ადამიანები დღემდე არანორმალურები მგონია, იმიტომ, რომ ასე აშკარად გამოხატვა სხვას რას მივაწერო, არ ვიცი. თუმცა, მე ამის არასდროს შემშინებია, ვინც უნდა, ის ყოფილიყო. არ მიფიქრია, რომ ეს იმხელა ძალადობა იყო, რომელსაც მე ვერ გავუმკლავდებოდი.

პირველივე ასეთ ცდაზე აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დამიმთავრებია. ერთი ნახევრად ხუმრობით შევაშინე: შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო და იმდენი ადამიანი მენდობა, ყველა დამიჯერებს, როცა მოვყვები თქვენი საქციელის შესახებ-მეთქი.

ასეთ სიტუაციებში ძალიან მაგარი ვხდები. არის ქალების კატეგორია, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია და ამ ყველაფერს იტანს. ასეთებს ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. რა ამატანინებს ვინმეს მხრიდან ასეთ საქციელს? თუ ისეთი გიჟია, რომ არ მეშვება, მაშინ მართლა მივიღებდი ზომებს.

მოდი, ქალებო, ნუ შევშინდებით და ისე ვიდგეთ, როგორც გვეკადრება. კაცი ბედავს, გაუვა – კარგია, არ გაუვა – არა უშავს. მაგრამ ქალს თუ კატეგორიულად არ უნდა, მხოლოდ გიჟი თუ გაბედავს მეორედ მსგავსი რამის გაფიქრებას. თუ ასეთი შეგხვდება, უპირველესად, მეუღლეს უნდა უთხრა, როცა მის ზეწოლას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები. შენ თუ საბაბი არ მიეცი, ისე არავინ შემოგხედავსო, ასეთი აზრიც არსებობს, მაგრამ კარგი რა, ვიცით კაცების ამბავი. იმის გამო, რომ ასე არავინ იფიქროს, ბევრი ქალი ითმენს ამ ყველაფერს, რაც უარესია. ამიტომ მე მათ ქალისთვის შესაფერის სიმაღლეზე დგომისკენ მოვუწოდებ“.

სიახლეები/

|

April 2, 2018 / 2:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ გამოიყურება კახი კავსაძის მსახიობი შვილიშვილი, რომელსაც მარიონ კოტიარს ადარებენ

ირინკა კავსაძე კახი კავსაძის შვილიშვილია. ის აშშ-ში ცხოვრობს და თეატრში თამაშობს. პროფესიით მსახიობი გახლავთ. ირინკას სოციალურ ქსელში უამრავ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენთ, რომლებიც სპექტაკლებზეა გადაღებული, ასევე სხვადასხვა იმიჯით. 15 წელზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობს, 10 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ის კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლის შვილია. მუშაობს „სინეტიკ თეატრში“, სადაც ირაკლიც მუშაობს. მამა-შვილმა ერთად ითამაშა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“. […]

ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად პარიზშია (ფოტოები)

ბერა ივანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ბიძინა ივანიშვილის მეგობრის შვილი, ნანუკა გუდავაძე. ულამაზესი გოგონა მოდელი და ბლოგერია. ბერასა და ნანუკას ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა თაფლობის თვე უკვე მოიწყვეს. ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე აქვს გადაღებული სიყვარულის ქალაქში, პარიზში. წყვილს კიდევ ერთხელ ულოცავენ გაბედნიერებას. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბერამ კი ყველას […]

ანრი ჯოხაძის კლიპი ყველა ქართველის სათქმელით – „მთავარი არ არის, ვინ ვისთან დაწვება და ვინ ძუძუს გამოაჩენს…“

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნიკო გომელაურის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე გადაიღო, კინო „ამირანში“ შეკრებილმა საზოგადოებამ 20 სექტემბერს იხილა. ვიდეორგოლი სამჯერ აჩვენეს, რადგან ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე პუბლიკა მის გამეორებას ითხოვდა. ალბათ, მეოთხედაც გაიმეორებდნენ, თუმცა ანრიმ აღარ ისურვა და ყველას გარეთ მოუხმო. „ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, ეს ფრაზა ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს. […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა