როგორ გამოიყურება ნინი ნებიერიძე ბავშვის გაჩენის შემდეგ – „ისევ წიწკვივით გოგო ხარ…“

როგორ გამოიყურება ნინი ნებიერიძე ბავშვის გაჩენის შემდეგ – „ისევ წიწკვივით გოგო ხარ…“

მოდელი ნინი ნებიერიძე, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე ცოლია, ახლახან დედა გახდა. ორსულობის პერიოდშიც საკმაოდ გამხდარი იყო და როგორც ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, ფორმა ძალიან სწრაფადვე აღიდგინა.

მას შემდეგ, რაც გათხოვდა, ნინი საკმაოდ შორსაა პრესისგან. არასდროს ინტერვიუზე არ თანხმდება. მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ მისივე „ფეისბუქის“ გვერდიდან იგებენ სიახლეებს.

თავის დროზე თემურ უგულავასა და ნინი ნებიერიძის ქორწინება საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო.

ახლად გამოქვეყნებულ ფოტოზე მისი მეუღლეც ჩანს და ნინი მას სიყვარულს კიდევ ერთხელ უხსნის – „მიყვარს“, აწერია ფოტოს.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი ნინის უწერს:

„რა მალე გახდი)))) ისევ წიწკვივით გოგო ხარ. ფორმაში ხარ, ერთი სიტყვით…“

სიახლეები/

|

May 2, 2017 / 2:33 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

რუსი გოგონები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, თბილისს აკრიტიკებენ: „თბილისი, შენ მაინც სოფელი ხარ!..“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელენე ინაურის პოსტი, სადაც ის ორი რუსი გოგონას შესახებ წერს. მისი თქმით, ისინი საქართველოში მუშაობენ, ტურისტები ჩამოჰყავთ, თუმცა ჩვენს ქვეყანას ვერ იტანენ და ამას სოცქსელში სხვადასხვა პოსტით ხშირად გამოხატავენ. ელენე აღნიშნავს: „გოგოები რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, აქვთ კერძო ბიზნესი, პარალელურად ვერ იტანენ საქართველოს, ვერ იტანენ ქართველებს და არ აღიარებენ საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა