როგორ ემზადება გიო ხუციშვილი ვარსკვლავის გახსნისთვის ( ვიდეო)

0
2866

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი 29 მაისს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება. მომღერალი მეუღლის აკომპანემენტით რეპეტიციას საკუთარ სახლში გადიოდა, რის დროსაც მას კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დათო ოქიტაშვილმა ვიდეო გადაუღო და საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კულტურის პალატა უწევს ვარსკვლავის გახსნას ორგანიზებას. კონცერტი ფილარმონიაში 29 მაისს იგეგმება, იმავე საღამოს გაიხსნება ვარსკვლავიც.

დათო ოქიტაშვილმა აღნიშნა:

„ესეც ასეეე!!! ჩვენო ერთგულო მაყურებელო და მსმენელო!

გიოს საღამოს სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა:)

ვარსკვლავი “ისხმება”, მუსიკა “იღვრება” და ყველაფერი შესანიშნავად იქნება 29 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში! საოცრება გელით…“

გიო ხუციშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა, როგოც მცირე ხნის წინ, „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, შემართებით არის განწყობილი. მომღერალს შემოქმედებით საღამოზე წარმატებებს ვუსურვებთ!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here