როგორ ემზადება „ბლექ სი არენა“ გრანდიოზული გახსნისთვის – „ბლექ აიდ ფისის“ სპეციალური შესრულება ქართველებისთვის

0
976

16 ივნისს, ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს გახსნის. 2019 წლის კონცერტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, გახსნის შემდეგ აგვისტოში ჯესი ჯეის და 30 seconds to mars-ის კონცერტები გველოდება, კიდევ ორი არტისტიც დაანონსდება და იქნება ასევე ქართული პროექტებიც.

„ბლექ აიდ ფისთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ „იმედის კვირამ“ ჩაწერა. ჯგუფის სამივე წევრმა ბევრი ისაუბრა საქართველოში კონცერტის მოლოდინებთან დაკავშირებით და ქართველ თაყვანისმცემლებს კოცნერტზე დასწრებისკენ მოუწოდა. მათ ასევე სპეციალურად მსმენელისთვის, რომელიც საქართველოში ელოდებათ, შეასრულეს ჰიტი Boom Boom Boom.

„ბლექ სი არენაზე“ გახსნასთან დაკავშირებით ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. საკონცერტო არენაზე ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია და არენა მზად არის, მიიღოს მსოფლიო დონის ვარსკვლავები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ 14,15,16 ივნისს დამატებითი რეისები დანიშნა კონცერტზე წამსვლელებისთვის, შესაბამისად, „ბლექ აიდ ფისის“ მოსასმენად განწყობილ საზოგადოებას ისღა დარჩენია, შევიდეს საიტებზე: tkt.ge, eventer.ge, biletebi.ge და შეიძინოს ბილეთები ღონისძიებაზე მოსახვედრად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here