როგორ ეხმაურებიან მაია ასათიანის ეთერში დაბრუნებას – „შენ ჩემი გმირი ხარ!..“

0
2052

მაია ასათიანმა გუშინ „პროფილის“ პირველი გადაცემა ჩაწერა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ… მოგვიანებით, როცა ჩაწერა დასრულდა, თავად გააზიარა ფოტო სათაურით: „4 მაისს ვბრუნდები“.

ამ ამბავმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. მაია ასათიანის ფოტოს აზიარებენ მისი კოლეგები და უბრალო მაყურებლები და ტელეწამყვანს წარმატებას უსურვებენ. როგორც ჩანს, ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, როდის დაუბრუნდებოდა საკუთარ საქმეს ტელეწამყვანი და ეს დღეც დადგა.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც მაია ასათიანის ტელევიზიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელდა სოცქსელში:

ზურა ხაჩიძე:

„ეს არის გასაოცარი პროფესიონალიზმი და დიდი ადამიანის საქციელი“

ინგა გრიგოლია:

„უმაგრესი ამბავი!!! ესაა უძლიერესი ადამიანი!! დიდი ხანია, ასე არაფერი გამხარებია, როგორც ამ ამბის გაგება – მაია ასათიანი 4 მაისს ეთერში ბრუნდება“

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ამ დღეს ველოდი!..

თეა ადეიშვილი:

თითქმის 20 წელია, ვუყურებ ეკრანზე და ეკრანს მიღმაც, არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ნიჭიერი, განათლებული, საოცრად შრომისმოყვარეა-მეთქი, ეს ყველამ იცის. მთელი მისი ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა სხვისი გადარჩენისთვის, ბრძოლა სხვისი შვილებისთვის… მართლა არ ვიცი, თუ არსებობს სხვა ადამიანი ვისაც იმდენი სიკეთე უკეთებია რამდენიც მაია ასათიანს, არ მეგულება ადამიანი, ვინც ასეთ ძალებს პოულობს საკუთარ თავში, საკუთარივე თავზე გასამარჯვებლად, ეს გოგო არის უდიდესი მაგალითი უმრავი ადამიანისთვის… მაია ეთერში ბრუნდება!!!“

დავით იმედაშვილი:

„ის საუკეთესოა, შენ ჩემი გმირი ხარ“

კომენტარს აკეთებენ „პროფილის“ ერთგული მაყურებლებიც და აღნიშნავენ, რომ მაია კვლავ პირველი იქნება რეიტინგში, როგორც ყოველთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here