როგორ ეხმაურებიან ეკა ყურშიტაშვილის ინტერვიუს ცნობილი ადამიანები?

0
4687

ეკა ყურშიტაშვილის “მიუზიკ ბოქსისთვის“ მიცემულ, სატელევიზიო ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერვიუში ყურშიტაშვილმა ყოფილ შეყვარებულზე ისაუბრა, რომელსაც დაშორდა. საზოგადოების გაღიზიანება ყურშიტაშილის მიერ, ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია: “მეგრელად რომ იბადები უკვე გეშლება“ – განაცხადა მან ინტერვიუში. ვნახოთ როგორ ეხმაურებიან მის ინტერვიუს ცნობილი ადამიანები.

თათია შარანგია (პიანისტი): “მეგრელად რომ იბადები, თურმე უკვე გეშლება…. რა უნდა ვთქვა… ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი… ვერ ვიტან, რომ აშეარებენ იმას, რასაც გმობენ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა თავს ვერ ვიკავებ!!!!

იქ სიბრძნეების მიღმა რასაც მანამდე აფრქვევს )))”

გურამ შეროზია (ბლოგერი): “ტვინს მიგასხმევინებ!  -_- Ekuna Yurshitashvili მეგრელად დაბადება რჩეულთა ხვედრია!  😎 ❤

აღარ დალიო ხოლმე, თორემ მერე მე დავლევ ერთხელაც და სერენადებს გამღერებ მეგრულად  :)))

ჰოდა, შეჯექი ახლა ვირზე უკუღმა და გასწი გაჰქუსლე… და ნიავს მიეც ფიქრი შენი შავად მღელვარი  😃 ”

ნინო ლაბარტყავა (ჟურნალისტი):  “ანუ რო დაშორდა მერე გაიგო, რო ტიპი მეგრელი იყო? თუ თავიდანვე იცოდა, რო მეგრელი იყო, მარა თვალები დახუჭა ტიპის ამ “ნაკლზე”? :დდდ და მეორე: ამ ბოლო დროს, რაღაც ძაან ღლიცინებენ ვიღაცები მეგრელებზე და ნელა იხტუნავეთ, რამეს უშნოდ არ დაახტეთ შემთხვევით  3:)”

 თეა თუთბერიძე: “მეგრელად რომ იბადები ეგ ძაან მაგარი რამეა, რადგან შენისთანა შტერი, არცერთი მეგრელი მე არ მეგულება. აი ეკა ყურშიტაშვილად რომ იბადები, იქ კი ნამდვილად ეშლება რაღაც იმ ღმერთს (თუ არსებობს), ან ძალიან დაგცინის ბედი  😂 😂 😂 😂 😂”

მოგვიანებით საზოგადოებას ეკა ყურშიტაშვილმაც უპასუხა: “არაფერში ბედი არ მაქვს, ერთი ადამიანის გაბრაზება მინდოდა და 3 მილიონი გამიბრაზდა… ერთი პატრული შემომეგინა და მთელი საქართველო გაგიჟდა, ერთ მეგრელს შევეხე და ახლა სამეგრელო, შემდეგი ვინ იქნება არ ვიცი, რადგან ასე აქტიურად მადევნებთ თვალყურს, რადგან ისევ ასეთი რეიტინგული ვარ მაშინ ასე გავაგრძელებ…

ნუ როდესაც კარგ რაღაცას ვწერ ან ვაკეთებ, ვერავის ყურადღებას ვერ ვიქცევ და ასე თუ არის ასე იყოს, მე მჭირდება შავი პიარი სამომავლოდ გამომადგება, როგორც ხდება საქართველოში.

თქვენ ხომ ცუდის მეტს ვერაფერს ამჩნევთ? ზოგადად ვამბობ ამას, ჩემზე არ ვსაუბრობ, მილიონი ადამიანია, რომელსაც პიარი და თქვენი დახმარება ჭირდება და მათ არ აქცევთ ყურადღებას, მხოლოდ ცუდის გაზიარებაა და გაპიარება გჩვევიათ… მგონი დარწმუნდით, რომ ამით ვერაფერს ვერ მაკლებთ და მე თუ ერთი ადამიანი ვმდაბლდები თქვენს თვალში, თქვენ უამრავი ადამიანი ამჟღავნებთ თქვენს სულიერ სიმდამბლეს. გამოდის, რომ ერთნაირები ან ერთმანეთზე უვარესები ვართ ყველა.

პ.ს ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა, რომ მითმობთ დროს, კარგია, რომ თქვენს ნერვებზე მოქმედებს ჩემი ყოველი ქმედება და სიტყვა, ისიც კარგია, რომ ვხედავ, რამდენად განათლებულები და დახვეწილები ხართ, ისიც კარგია, რომ ტალახს მესვრით, ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი, ამ განსაცდელით მე კიდევ უფრო ვძლიერდები, უფლის და თქვენი წყალობით …

პ.პ.ს მეგრელებსაც შეგეხებით 2 სიტყვით, ამ დიპლომატ და ცირფერ სისხლიან ხალხს, ამ ერთმა გაუნათლებელმა კახელმაა გოგომ, როგორ მიიპყრო თქვენი ყურადღება?! თქვენ ხომ არისტიკრატი ხალხი ხართ, თავადები ?! აი ჩემს მეგრელზე კი ვიტყვი, ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ მიუხედავად იმის რომ შენ აღარ გეკუთვნი !!! და ეს ყველაფერი ხდება შენს გამო და იცი რატოც… ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ.

როგორც ჩანს ინტერნეტ-ვარსკვლავმა ლანძღვას ვერ გაუძლო და სოციალური ქსელი გააუქმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here