როგორ დასრულდა ნანუკა ჟორჟოლიანთან „აიპლუსის“ სასამართლო დავა – „პასუხიც შესაბამისი იქნება…“

0
2129

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ტექნიკის მაღაზიამ „აიპლუსი“ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის სასამართლოში უჩივლა. საქალაქო სასამართლოში პროცესი გუშინ შედგა. ნანუკა თავად წერს შედეგის შესახებ.

„დაგღალეთ ამ თემით, მაგრამ ბოლო პოსტია:)

იყო სასამართლო პროცესი, რომელზეც „აიფონ+“ ითხოვდა ამბის უარყოფას და 50.000 ლარს. ამბავი დასრულდა იმით, რომ მოსამართლემ მხარეებს შესთავაზა მორიგება საკითხზე, რაზეც კომპანიამთავის მხრივ და ჩემმა ადვოკატმა განაცხადეს თანხმობა. მორიგება შედგება 3 პუნქტისგან.

  1. რომ განვათავსებ ფბ-ზე იმ პოსტს, რომელიც ისედაც არაერთხელ გავაკეთე.
  2. რომ მხარეები ერთმანეთს აღარ ახსენებენ მორიგების შემდეგ (ეს იყო ადვოკატის მოთხოვნა, კომპანიის მიერ დაწერილი პოსტების გამო).
  3. პოსტი განთავსებული იქნება ჩემს ფბ-ზე 24 საათი.

სულ ესაა.

რად უნდოდა ამას ამდენი შეურაცხყოფა, მართლა არ ვიცი. მე რომ „აიფონ +“-ის ხელმძღვანელი ვიყო, აუცილებლად ვუსაყვედურებდი იმ ადამიანს, რომელმაც მას მრუდე გზით წასვლა ურჩია.

შესაბამისად, მეგობრებო, რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ:

კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ:) რომ 2015 წლის 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადება (პოსტი) შეცდომით გაკეთდა. აღნიშნული ტელეფონი „აიფონ+“-ში არ შემიძენია. დაზიანებული ტელეფონი სხვა მაღაზიაში შევიძინე.

იმედია, კომპანია შეასრულებს მორიგების პირობას და აღარ გააგრძელებს ისტერიას ფბ-ზე. თუ დაარღვევს შეთანხმების ამ პუნქტს, არც ეგ არის პრობლემა. პასუხიც შესაბამისი იქნება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here