როგორ დაიკლო ანრი ჯოხაძემ 17 კილოგრამი?

0
4353

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. საკუთარ წონაზე ხმამაღლა საუბარს, ანრი არასდროს გაურბოდა, დიეტებიც სცადა, მაგრამ სასურველ შედეგს აქამდე ვერ მიაღწია. რისი წყალობით დაემშვიდობა ამჯერად მომღერალი ზედმეტ კილოგრამებს, ამის შესახებ „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა:

– ანრი, როგორ დაიკელით წონაში?

– დიეტებმა ვერ მიშველა, ბოლოს ისევ ძველ წონას ვუბრუნდებოდი. ამიტომ დავიწყე სპეციალური კოქტეილების დალევა, 6 თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ პიჯაკები და შარვლები გამიდიდდა, ავიწონე და ზუსტად 17 კილოგრამი მქონდა დაკლებული.

– კოქტეილების პარალელურად, კვებითაც შეუწყვეთ ხელი წონაში კლების პროცესს, როგორ დიეტას იცავდით?

– კვებით ხელს ბოლომდე ვერ ვუწყობდი, რადგან ძალიან მიყვარს ნამცხვრები, თუმცა ვცდილობდი, რომ რაღაც დოზით მაინც დამეცვა დიეტა. როგორც ჩანს ამ კოქტეილებმა ნივთიერებათა ცვლაც მომიწესრიგა და მაინც დავიკელი ზედმეტი კილოგრამები. საშინლად მოტივირებული გავხდი, მგონია რომ ყმაწვილი ანრი ჯოხაძე ბრუნდება. ხელოვანი ადამიანისთვის, ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია. 4 თვის წინ მქონდა დაკლებული 17 კილოგრამი და ახლა უფრო მეტი მექნება, მაგრამ აღარ ავწონილვარ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here