როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ლამაზმანები „Black Eyed Peas“-ის კონცერტზე

0
2897

აზერბაიჯანის დედაქალაქში „ფორმულა 1“ გაიმართა, სპორტული ღონისძიების გარდა ყოველ საღამოს რამდენიმე დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე დასწრების საშუალება მიეცა, მათ შორის იყვნენ მერაია ქერი, ნიკოლ შერზინგერი და ჯგუფი „Black Eyed Peas“.

მაყურებლებს შორის ბევრი ქართველი იყო, მათ შორის ქართველი გოგონები – ნუკა ყარალაშვილი, ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები, მანიკა ასათიანი, ქეთი ხატიაშვილი. მათ ჯგუფის წევრებთან გადაღებული ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნეს. სად შეხვდნენ „Black Eyed Peas“-ის წევრებს, ნინი გოგიჩაიშვილი მოგვიყვა.

ნინი:

„ფორმულა 1“-თან ერთად დავესწარით რამდენიმე კონცერტს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგი კონცერტი იყო „Black Eyed Peas“-ის, რადგან ბავშვობიდანვე მიყვარს ეს ჯგუფი. გული მწყდება, რომ ფერგი არ იყო მათთან ერთად, მაგრამ მაინც მოწოდების სიმაღლეზე არიან.

კონცერტზე დააანონსეს, რომ ერთ-ერთ კლუბში იმღერებდნენ. ამ კლუბში წავედით და მათთან ფოტოები სწორედ იქ გადავიღეთ. კლუბში სამი თავისი სიმღერა შეასრულეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here