როდის „ტეხავს“ და როდის „არ ტეხავს“ რუსეთში კონცერტებზე გამოსვლა – ნიკა გვარამიას და ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარები

0
2166

„რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია პასუხობს იმ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომლებიც სოცქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე და ნინო ჩხეიძე სოჭში გამართულ კონცერტზე გამოვიდნენ და ამ ვიდეომ „ფეისბუქი“ მოიარა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველ იუმორისტებსა და მომღერალს სოჭში კონცერტი არ უნდა ჩაეტარებინათ.

ნიკა გვარამია აღნიშნავს:

„რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩემ მიმართ წამოსულ შეკითხვა/შენიშვნა/პრეტენზიებს ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში სტუმრობასთან დაავშირებით:

  1. ამ პრეტენზიების ადრესატი მე რატომ ვარ, დიდად არ მესმის – რ2-ის თანამშრომლების დამატებითი შემოსავალი ჩვენ მიერ არ კონტროლდება (თუ ეს კონკურენტ მედიებს არ ეხება), მით უფრო, შინაარსობრივად.
  2. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (ამერიკაში), ფასიანი კონცერტი იყო ქართული აუდიტორიისთვის (პრაქტიკულად, კორპორატივი) და არავითარი კავშირი არ ჰქონია არც რუსეთის სახელმწიფოსთან და არც სულგაყიდულ რუსქართველა რომელიმე ნაძირალასთან. შესაბამისად, ამ ხალხმა თავისი პროდუქტი იქ გაყიდა და თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უნდა ვშფოთავდეთ ბორჯომის და ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვაზეც. პროდუქტი ვის რა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. პროდუქტი პროდუქტია.
  3. პირადად მე რაც შემეხება, რაკიღა ჩემი აზრით დაინტერესდნენ – რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, არც მამულიშვილთა თხოვნით და არც არანაირ ანაზღაურებად. იქაური ჰაერიც მეზიზღება, დიდი ბოდიში ყველასთან. მეტიც – ღვინოს რომ ვაწარმოებდე, იმასაც არ გავიტანდი. არც ბორჯომს. მაგრამ ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და მისი განზოგადება არ იქნებოდა სწორი.

ესაა ჩემი კომენტარი და ნუღარ შემაწუხებთ თაგებით. მგონი, გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი. გმადლობთ ყურადღებისთვის“.

ვახო ბიჭიკაშვილმა ერთ-ერთ სააგენტოსთან კომენტარში აღნიშნა, რომ სოჭში კონცერტი ქართველი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული და გამოსვლასაც ამიტომ დათანხმდნენ.

მისი ეს კომენტარი ნანუკა ჟორჟოლიანმა გააზიარა და დაწერა:

„ემიგრანტების კონცერტზე წასვლა არ ტეხავს, მეგობრებო. ხუბუტიების ღონისიებებზე კი და გაზპრომზე ტელე პროდუქტის მიყიდვაც. ვაახ. ესაა ამათი პროდუქტი, რომლითაც შემოსავალს იღებენ. მთავარია, ჩვენთვის მტკივნეულ თარიღებში კრემლში არ იმღერონ. დანარჩენი ბიზნესია. ჯასთ ბიზნესი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here