როდის ეყოლებათ ფერგისა და ჯოშ დუმელის მეორე შვილი?!

0
16

ბოლო პერიოდში გამოცემები ბევრს საუბრობენ ფერგისა და ჯოშ დუმელის შესახებ და წერენ, რომ წყვილის მეორე ბავშვისთვის ემზადება. ონლაინჟურნალმა E! News-მა გადაწყვიტა სიმართლე პირველი პირებისგან გაეგო და მუსიკოსი ინტერვიუზე დაითანხმა, ფერგიც სიამოვნებით დათანხმდა და ყველაფერს ნათელი მოფინა.

როგორც მომღერალი ამბობს ჯერჯერობით ორსულად არ არის, თუმცა სიამოვნებით გააჩენდა პატარა გოგონას. “როდესაც ახალი ალბომი გამოვა და ტურნე დასრულდება, სიამოვნებით გავაჩენთ კიდევ ერთ პატარას“ – აცხადებს 40 წლის ვარსკვლავი.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ფერგიმ MailOnline-თან ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მისი რიგით მეორე სტუდიური ალბომი თითქმის დასრულებულია და რომ ეს უკანასკნელი დღის სინათლეს წლის ბოლომდე იხილავს.

ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფერგი ახალი ალბომის მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეს 2016 წლის ბოლოს დაიწყებს. შესაბამისად პატარა აქსელს დაიკო, ან ძამიკო, 2017 წლამდე არ ეყოლება…