როცა საკუთარ დაბადების დღის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს

როცა საკუთარ დაბადების დღის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს

„ყველაფრის დაბადება მიყვარს: რაც კი დედამიწაზე იბადება და მშვენიერია. სიცოცხლე ძალიან მშვენიერია, ამიტომ ძალიან მახარებს ხოლმე, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ამ დღესასწაულის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს“, – ამ სიტყვებით გუშინ ნინო ქათამაძემ Black Sea Arena-ზე კონცერტი გახსნა.

45 წლის იუბილე ნინო ქათამაძემ სოლო კონცერტით აღნიშნა. მომღერალი სცენაზე ჯგუფ “ინსაითთან“ და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახალი და ძველი სიმღერებით წარდგა. კონცერტში მონაწილეობა სამების გუნდმაც მიიღო.

გასულ წლებთან შედარებით, წელს მომღერალს გაცილებით მეტი სტუმარი ჰყავდა. Black Sea Arena-ს 10 000-კაციან დარბაზში ნინო ქათამაძემ მსმენელებთან ერთად არაერთი ძველი ჰიტი შეასრულა.

მშობლიურ ბათუმთან ახლოს, შეკვეთილში, მომღერალი ტრადიციულად ჯგუფ „ინსაითთან“, ასევე ნიკოლოზ რაჭველთან, სიმფონიურ ორკესტრთან, საპატრიარქოს სამების გუნდთან, ჯაზ-სექსტეტთან და სპეციალურად მოწვეულ უცხოელ დიჯეისთან ერთად წარდგა.

კონცერტი სპეციალურად ამ დღისთვის ლონდონიდან ჩამოყვანილმა დიჯეიმ გახსნა, რასაც ქათამაძის და საპატრიარქო გუნდის ერთობლივი კომპოზიციები მოჰყვა.

მსმენელმა იუბილარისგან არაერთი ძველი ჰიტის ახალი ვერსია მოისმინა. კონცერტის ბოლოს ახალი სიმღერის კლიპის პრემიერაც შედგა. როგორც კონცერტის მაყურებელმა თამუნა გეგიძემ გვითხრა, საღამოზე ნინო ქათამაძემ ყველაზე მეტად სიყვარულზე ჩვეული სტილით იმღერა.

„ტრადიციულად, მთელი კონცერტი საოცარი ემოციებით ჩატარდა. ძველი ჰიტებიდან ნინომ რამდენიმე კომპოზიცია მაყურებლის თანხლებით შეასრულა, მათ შორის „იები“, „ოლეი“, „რა ვქნა, რა ჩემი ბრალია“ და ა.შ.. ყველაზე სასიამოვნო და ემოციური იყო ის, რომ კონცერტში მაყურებლის ჩართულობა ძალიან დიდი იყო“, – აღნიშნა თამუნა გეგიძემ.

ნინო ქათამაძის მუსიკალური პროგრამა დაახლოებით ორსაათნახევარს გაგრძელდა, სოლო კონცერტი სათაურით „Happy Birthday“ Black Sea Arena-ზე 21 აგვისტოს გაიმართა.

სიახლეები/

|

August 22, 2017 / 3:50 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინო ქათამაძე: „მუსიკის გარდა არ მქონია სხვა ცხოვრება და ვერც წარმომიდგენია…“

ნინო ქათამაძის კონცერტზე მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ. მუსიკოსისთვის თითოეული კონცერტი შემოქმედებითი პროცესია. აქ დაგროვებულ ენერგიას, რომელსაც აუდიტორიისგან იღებს, შემდეგ საკუთარ ალბომებში მუსიკალური გზით ასახავს. საქართველოში გამოსვლებით კი გამორჩეულ სიამოვნებას თავად იღებს, რადგან მისი არა მხოლოდ ბგერის, არამედ სიტყვის, საუკეთესოდ, სწორედ აქ ესმით. მუსიკოსს „თბილისი მარიოტში“ შევხვდით, სადაც ტელეეთერის შემდეგ ჩვენთან შესახვედრად […]

ნინო ქათამაძე: „ეს არის დღე, როცა ყველა სიგიჟეს გპატიობენ…“

ვინც ნინო ქათამაძის შემოქმედება მცირე დოზით მაინც იცის, ისიც ეცოდინება, რომ ის თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტია. სხვადასხვა ალბომშიც და სცენაზეც მუსიკოსი სიახლეებისკენ ისწრაფვის, თუმცა როგორც „თბილისი მარიოტში“ „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 21 აგვისტოს მსმენელი მისგან კიდევ არაერთ საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტს მოისმენს. პრესკონფერენციას კონცერტის მენეჯერი ბუკა კარტოზია და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ესწრებოდნენ. ღონისძიება […]

ნინო ქათამაძე საკუთარ დაბადების დღეს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტით აღნიშნავს

ცნობილი გახდა, რომ 21 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ ნინო ქათამაძეს უმასპინძლებს. ის ათასობით მსმენელის წინაშე საკუთარ დაბადების დღეზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. პროექტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი და მისი სახელწოდებაა „Happy Birthday“. კონცერტში მონაწილეობენ: „ინსაითი“, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სამების საპატრიარქო გუნდი, სპეციალური მოწვევით დიჯეი Paul Trouble Anderson. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია […]

დღის ფოტო – ლელა წურწუმია და ნინო ქათამაძე რუსა მორჩილაძის საღამოზე

4 ივნისს, „ოტიუმში“ რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მთელი ქართული შოუბიზნესი დაესწრო და არა მხოლოდ დაესწრო, არამედ ყველა მათგანმა იმღერა კიდეც. ლელა წურწუმიას, აჩიკო მეფარიძეს, ნინო ქათამაძეს, „ქუჩის ბიჭებს“, სულ მცირე, ერთი სიმღერა მაინც აქვთ რეპერტუარში, რომელიც რუსა მორჩილაძის დაწერილია. „ფეისბუქზე“ ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ საღამოზეა გადაღებული. მხიარულ ფოტოზე ლელა […]

ნინო ქათამაძე მანჰეტენზე კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი, ნინო ქათამაძე ამერიკაში მიემგზავრება. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მოპოვებული აღიარების შემდეგ, როგორც ჩანს მისმა სიმღერამ ამერიკელებიც მოხიბლა და ნიუ-იორკში მიიწვიეს. ნინო ქათამაძის კონცერტი 21 აპრილს, მანჰეტენზე, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, ლინკოლნ ცენტრში გაიმართება.

რეკლამა