“როცა გიყვარს ქმარი, აუცილებლად გიყვარს დედამისი” – ხატია სიჭინავა

0
2891

ხატია სიჭინავას და მისი დედამთილის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. სკანდალური დაპირისპირების შემდეგ ყველას ჰგონია, რომ მათ დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თუმცა ტელეწამყვანმა ჭორებს ნათელი „გია ჯაჯანიძის შოუში“ მოჰფინა.

“არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც არ ხდება ამ ქვეყანაზე. კამათი დედაჩემთანაც მომდის ხოლმე და შესაბამისად დედამთილი, შენი მეორე დედა არის რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი განსხვავებული და რაღაც საოცრება არ მომხდარა. იყო ესეთი პატარა გაუგებრობა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ როცა გიყვარს ქმარი, აუცილებლად გიყვარს დედამისი და მე ჩემი კეთილდღეობა და იდილია მირჩევნია ყველანაირ კაპარჩხანობას, რაღაცა ინტრიგებს, რაღაც წამოხტომებს, არ პატიებას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი, ეს იყო შემთხვევითობა. იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი არ არის იმ ასაკში, რომ “ფეისბუქს” ფლობდეს, როგორც ჩვენ და შესაბამისად გააზიარა ისეთი რაღაცა, რაზეც თვითონაც წარმოდგენა არ ჰქონდა. წაიკითხა უბრალოდ და შემთხვევით გაეზიარა, როგორც თავად ამბობს, თუმცა მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩემმა ქმარმა როგორც კი გაიგო რა პრობლემა იყო და რა ხდებოდა, მოვიდა და თქვა თქვენვე არიეთ სიტუაცია და თქვენვე დაალაგეთო.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here