რობერტ პლანტის კონცერტის ბილეთის ფასი 60-დან 800 ლარამდეა

რობერტ პლანტის კონცერტის ბილეთის ფასი 60-დან 800 ლარამდეა

დღეს, 2 აპრილს, დილის ათი საათიდან tkt.ge-ზე „ბლექ სი ჯაზეფესტივალის“ კონცერტებზე დასასწრები პირველი კალათის ბილეთები გამოვიდა გასაყიდად. თაყვანისმცემლები აქტიურობენ. განსაკუთრებით დიდი ინტერესია „ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული სოლისტის, რობერტ პლანტის კონცერტის მიმართ.

ჯაზფესტივალი იწყება 19 ივლისს და სრულდება 22 ივლისს. 19-ში ბათუმის ჯაზფესტივალს „ბლექ სი არენას“ 10 000-კაციან დარბაზში სწორედ რობერტ პლანტის კონცერტი გახსნის.

შეგახსენებთ, რომ პირველი კალათის ბილეთები ყველაზე დაბალ ფასებს გულისხმობს და მათი რაოდენობა შეზღუდულია. ამასთან, ერთ მომხმარებელს მხოლოდ ექვსი ბილეთის შეძენის საშუალება აქვს.

რაც შეეხება რობერტ პლანტის კონცერტს, ბილეთის ფასი 60 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. არის 60, 80, 100, 180-ლარიანი ბილეთები, ხოლო VIP ლოჟაში ბილეთი 800 ლარი ღირს.

ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაკრები 300 ლარი ღირს, აბონემენტში შემავალი ყველა ბილეთი ე.წ. „გოლდენ რინგს“ ეკუთვნის.

სიახლეები/

|

April 2, 2018 / 1:22 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“ძალიან მინდა ამ ხალხისთვის მადლობის გადახდა” – გიო ხუციშვილი კონცერტისთვის ემზადება

29 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება. “ეს ვარსკვლავი ეკუთვნის მთელ ჩემ თაობას. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მინდა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა ყველაფრისთვის. ჩემს მსმენელს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს”, – ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან. გიო ხუციშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა, როგოც მცირე  „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, […]

კოსტა და სოფო „მხოლოდ ქართულიდან“: „გამარჯვებაზე არც ერთი არ ვფიქრობთ!..“

კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ ლაივის მეორე დღეს ესტუმრნენ. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები გადაღლილები არიან, რადგან მათთვის კონკურსის კიდევ ერთი დღე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, როცა „მხოლოდ ქართული“ მისმა ერთმა მონაწილემ, შოთა ლეგაშვილმა დატოვა. სამი საათი გიძინიათ მხოლოდ… სოფო: ძილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი დიდი ემოციების გამო, დაღლილობის, დიდი ემოციების გამო. შოთა ჩენი მეგობარია პირველი კასტინგის მერე. გრძნობ, […]

„ოქროს ტალღა“  ნიკოლოზ რაჭველთან  და „გრემის“ მფლობელ ლიზა ფიშერთან ერთად – გრანდიოზული შოუ ფილარმონიაში!..

„ოქროს ტალღა 2018“ 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე იუბილარია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები 17 სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში 127 ახლადშექმნილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ყველაფერი ჯაზფესტივალების წლევანდელი სტუმრებისა და ბილეთების შესახებ

დღეს, თბიოლისის ივენთ ჰოლში, „თიბისი სტატუსის“ წარმომადგენელმა, ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და სამი ჯაზფესტივალის არასრული ლაინაფის შესახებ ისაუბრეს. რამდენიმე არტისტთან მოლააპრაკება ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, ამიტომაც ინფორმაცია პერიოდულად განახლდება. რაც შეეხება იმას, რაც უკვე ვიცით: დავიწყოთ თბილისის ჯაზფესტივალით, რომელიც ამიერიდან შემოდგომის მაგივრად, გაზაფხულზე გადმოინაცვლებს და ჯაზის საერთაშორისო დღეს […]

რეკლამა