რის გამო აკრიტიკებენ „ჩემი ცოლის დაქალების“ ჯგუფის ახალ სერიალს

0
2185

„ჩემი ცოლის დაქალების“ ჯგუფი მაყურებელს ახალ ინტერნეტსერიალს სთავაზობს. ამიერიდან ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე, ინტერნეტგვერდის საშუალებით გექნებათ „აისის“ პერსონაჟების ცხოვრებისთვის თვალის მიდევნების საშუალება.

პირველი სერია ამ ოთხშაბათს გამოვიდა, თუმცა ძალიან მცირე ქრონომეტრაჟით, რამაც მაყურებლის გულისწყრომა დაიმსახურა – „რა ხანია, ველოდები და რო მეგონა, თრეილერს ვუყურე, თურმე სერია მინახავს და მეორე ასეთს კიდე მთელი კვირა უნდა ველოდო“, აღნიშნავს ერთ-ერთი მაყურებელი.

სერიალის გამოსვლას ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი და წერს:

„მომწონს ეს გადაწყვეტილება! არანაირი თურქული ან ინდური! ქართული სერიალი პრაიმზოლში. ვგულშემატკივრობ ყველაფერს, რაც დამზადებულია საქართველოში <3 p.s. იმედია ქრონომეტრაჟს გაზრდით, თორემ მაყურებელი იგინება…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here