Ricchi e Poveri სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს

0
1526

პოპულარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri კომპანია fix group-ის მოწვევით, საქართველოს კვლავ ეწვევა. ჯგუფის წევრები თბილისში კონცერტს სპორტის სასახლეში, 14 დეკემბერს, ტურნეს ფარგლებში გამართავენ.

Ricchi e Poveri ისეთი ცნობილი ჰიტების ავტორია, როგორიც არის Mamma Maria, Questo amore, Sarà perché ti amo და მრავალი სხვა. ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მილიონამდე ალბომი მსოფლიოს მასშტაბით.

„14 დეკემბრის შოუ ქართველ მსმენელს გაულამაზებს საღამოს, დააბრუნებს მოგონებებში და შეუქმნის წინასადღესასწაულო განწყობას“, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here