რატომ გადაიფიქრა გიორგი გაბუნიამ ბერად აღკვეცა?

0
2186

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია დღეს „სხვა შუა დღის“ სტუმარი იყო. გიორგიმ გადაცემის წამყვანებთან გულახდილად ისაუბრა და ის პერიოდიც გაიხსენა, როცა ეკლესიურად ცხოვრობდა.

„მე  ეკლესიური ცხოვრება არა, უშუალოდ ღმერთი მაინტერესებდა. ეკლესიაში დავდიოდი იმიტომ, რომ ჩემთვის ეს იყო გზა ღმერთამდე. მეცვა სტიქარი და მივდიოდი ამ გზით და ასე ვხედავდი ჩემს თავს.  მინდოდა ბერობა. დღეს ადამიანებს ეკლესია ცოტა კლუბად აქვთ ქცეული და ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციებში იქ ჭორაობენ, მღვდლებზე, ერთმანეთზე, რაღაცეებს იგებენ. ეს ყველაფერი სათნო სახით ხდება,  მაგრამ მე როდესაც დავდიოდი ეკლესიაში საერთოდ არ მაინტერესებდა, რა ხდებოდა სხვა ტაძრებში. ჩემთვის ეკლესია იყო მხოლოდ გზა ღმერთამდე მისასვლელი. შემდეგ ცოტა ღმერთთან და ამ თემასთან დაკავშირებით შემეცვალა დამოკიდებულება და წამოვედი ეკლესიიდან. არქიტექტორობა მინდოდა, იმიტომ რომ ამეშენებინა და აღმედგინა ეკლესიები. ასევე მინდოდა ფერმწერობა და დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ გზადაგზა ყველაფერი შეიცვალა დავრჩი უბრალოდ არქიტექტორი უღმერთოდ და მოვედი ტელევიზიაში”, – განაცხადა გიორგიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here