რატომ გაცვალა ნუკა ორჯონიკიძემ ტელევიზია სხვა საქმიანობაზე – „როგორც იქნა, მივაგენი ჩემს საქმეს…“

რატომ გაცვალა ნუკა ორჯონიკიძემ ტელევიზია სხვა საქმიანობაზე – „როგორც იქნა, მივაგენი ჩემს საქმეს…“

ტელეკომპანია „მარაოზე“ გადაცემა „ანფასი“ მიჰყავდა. მას შემდეგ, რაც თოქშოუ ეთერში აღარ გადის, ტელეჟურნალისტმა, ნუკა ორჯონიკიძემ საინტერესო საქმიანობაში ჩაბმა გადაწყვიტა. მან რადიო „ფორტუნას“ წამყვანთან, ნია მოძმანაშვილთან ერთად, ახალი ივენთ-კომპანია „ლა ფეტ“ ჩამოაყალიბა. ნუკა და ნია ახალ საქმეში მთელი გულითა და სულით ჩაერთნენ და საინტერესო და ორიგინალური იდეების დეფიციტსაც არ განიცდიან. მათ ყველა ტიპის ღონისძიებაზე მუშაობა შეუძლიათ.

ნუკა ორჯონიკიძეს ვკითხეთ, რატომ გაცვალა ტელევიზია ამ საქმეზე.

ნუკა ორჯონიკიძე:

„ტელევიზიას ძალიან დიდი დრო მიაქვს, ამ დროს იდეა ბევრია, გრძნობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია, ვიდრე აქ ერთ სტუდიაში ჯდომაა. რთულია, სტაბილურობას შეელიო, მაგრამ დგება მომენტი, როცა საკუთარ თავს აძლევ ვადას: ნუკა, ან რამდენიმე თვეში შეძლებ შენი საქმით „ირჩინო თავი“, ან ისევ დაუბრუნდები სტაბილურ რუტინას და შენ გარდა არავის „ბრალი“ არ იქნება, რომ საკუთარ რესურსს მაქსიმალურად არ იყენებ. ასეთი მიზანი პირველად დავუსახე ჩემს თავს და მგონი გაამართლა (იღიმის). თითქმის ერთი წელია, რაც ტელევიზია დავტოვე და მაქვს საკუთარი ივენთ კომპანია „ლა ფეტ“, რომელსაც ძალიან ნიჭიერ ადამიანთან, ჟურნალისტ ნია მოძმანაშვილთან ერთად ვამუშავებ. ამ მცირე პერიოდში უკვე შევძელით და ჩვენი კომპანიის სახელი ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას მთლიანად გავაცანით. ამისთვის არ ვიშურებთ არც დროს და არც ენერგიას. კომპანიების მენეჯმენტს ამ დრომდე ვხვდებით გაცნობითი პრეზენტაციებით.

ჩვენი კომპანია უწევს ორგანიზებას ქორწილს, კორპორატიულ ივენთებს, იუბილეებს, კონფერენციებს, სემინარებს.

როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში?

ძალიან მომწონს ეს საქმე. დადებითი გამოხმაურება მაძლევს უდიდეს ენერგიას. ეს არაა ჩემი ერთადერთი საქმიანობა. უკვე თვეზე მეტია, ჩემს ქმართან ერთად გავაკეთე ვიდეო და საკონსულტაციო ფროდაქშენი და ეს მიმართულებაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის.წინასაახალწლოდ თითქმის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ ორივე მიმართულებით, ეს ნამდვილად არის ჩემი საქმე… როგორც იქნა, მივაგენი (იცინის). ფოტოები

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

December 5, 2017 / 3:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქეთი ჩხეიძეს ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია: „შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც…“

ქეთი ჩხეიძე „მძიმე კაცთან“ ახალი გადაცემის სტუმარია. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნუნუკას როლით, ამბობს, რომ ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია. ქეთი ჩხეიძე აღნიშნავს: „ინტერესი მქონია, კი, როგორ არა. ნაბიჯები არ გადამიდგამს, ინტერესი მქონდა. სექსს გულისხმობ?.. მომწონებია, მიფიქრია კიდეც. ეს არსებობს. შენი ორიენტაცია არის სრულიად სხვა რამ… შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც“.

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა