რატომ არ გადადის საცხოვრებლად მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის რეზიდენციაში (ვიდეო)

0
2597

საქართველოს პირველმა ლედიმ ოლგა ბაბლუანს გადაცემისთვის „რა დროს ძილია“, რომელიც „იმედზე“ გადის, ინტერვიუ მისცა. აღსანიშნავია, რომ ოლგა ბაბლუანმა და მაკა ჩიჩუამ ერთმანეთი რუსუდან ჭყონიას ფილმის „Keep Smiling“ გადაღებებზე გაიცნეს.

მაკა ჩიჩუამ ისაუბრა იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს პირველ ლედის საქართველოში – „რაც მაინტერესებდა, გამეგო, გავიგე, ვინ როგორ ცხოვრობს და ფუფუნებაში, მაგრამ ვიცი, რომ რეზიდენციაში გადადიან ხოლმე საცხოვრებლად. ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა. არ გადავსულვარ რეზიდენციაში. მომწონს ის ადგილი, სადაც ვცხოვრობ. ყველაფერი ჩვენი ხელით შევქმენით, ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ კარგად ვსუნთქავთ, თავისუფლად და ბედნიერად.  ჩვენ ვარ დუშეთში, ზუსტად ისევე, როგორც მანამდე ვცხოვრობდით.

მკითხე, რა პასუხისმგებლობები აქვს ზოგადად პირველ ლედის. არ მგონია, რომ კონკრეტული გაწერილი პასუხისმგებლობები აქვს პირველ ლედის ჩვენს ქვეყანაში. ამას წინათ საუბარი იყო აშშ-ზე, სადაც პირველ ლედის ოფიციალური სტატუსი აქვს. არც ევროპაში, არც ჩვენთან, ეს არ არის აუცილებელი პირობა, რადგან პირველი ლედი ხარ, აიღო რაღაც პასუხისმგებლობა და ის აკეთო. შენ შეგიძლია, გააგრძელო შენი საქმე, თუ ექიმი ხარ ან იურისტი, განაგრძო მუშაობა, თუკი დიასახლისი ხარ და შვილებს აჩენ, როგორც მე, ამ საქმიანობით დაკავდე (იცინის).

მე ძალიან დავინტერესდი ადამიანებით, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. ჩვენს ქვეყანაში ამაზე მაინცდამაინც ყურადღებას არ ამახვილებდნენ. კომუნისტებმა შექმნეს ეს ძალიან ცუდი გამოცდილება, ეს იყო სირცხვილი… არადა, სამყარო მრავალფეროვანია. ცივილიზებულმა სამყარომ გადაწყვიტა, რომ ჩვენ ამ ადამიანებისთვის უნდა შევქმნათ ადაპტირებული გარემო და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მათი სოციალიზაცია მოხდეს…“, აღნიშნა პირველმა ლედიმ. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here