რატომ არ არიან “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გიგი გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევი? – მოცეკვავე დეტალებზე ალაპარაკდა

რატომ არ არიან “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გიგი გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევი? – მოცეკვავე დეტალებზე ალაპარაკდა

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე 3 თვის წინ პატარა მაქსიმეს მამა გახდა. მას და ანანო ჯოხაძეს, ვაჟიშვილის აღზრდაში მშობლები ეხმარებიან. მართალია წელს გიგი “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ ამის მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. შესაძლოა ის მალე უცხოეთშიც წავიდეს სამუშაოდ.

“რასაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვაკეთებდი, შეიძლება ორ ქვეყანაში გავაკეთო. მოლაპარაკებები უკვე იყო, ყველაფერზე შევთანხდმით, ახლა მხოლოდ იმაზეა საუბარი, როდის შევძლებთ ამას. ეს ორი ქვეყანა ახლოს არ არის ერთმანეთთან“ – აცხადებს გიგი ჟურნალ “სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გიგიმ ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, რატომ აღარ იღებენ მონაწილეობას „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ის და გოჩა ჩერტკოევი.

“ფედერაციის წევრების უდიდესი ნაწილი გამოეთიშა პროექტს. ასეთი გადაწყვეტილება თავად მივიღეთ, რადგან ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული. მე პირადად ამ პროექტს იმიტომ გამოვეთიშე, რომ არ მეცალა. როცა ჩემი თავი რაღაც დონეზე დავტვირთე, მეორე მხარეს ყველაფერი ჩამივარდა. ბევრი რაღაც წავაგე. გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი არყოფნით, ჩვენი ფედერაციის წევრებს არ შევუქმენით ისეთივე შოუ, როგორიც წინა სეზონებზე იყო. არ ვამბობ, რომ შოუ ცუდია, უბრალოდ ამ ყველაფერს ერთად ვქმნიდით მე, გოჩა და მოცეკვავეები. გოჩა ამ პროექტს დააკლდა, მან იცოდა ცეკვაც და შოუს კეთებაც. მან ბევრი რაღაც გადადო და ჩამოვიდა. ამის გამო ბევრ ფულსაც აგებდა, გოჩა არ არის ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფულით წყვეტს რამეს. აქ ურთიერთობებზეა საუბარი. როცა ადამიანი რაღაცას გიკეთებს, შეგიძლია ის ურთიერთობები დაალაგო“ – განაცხადა გიგიმ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

“ცეკვავენ ვარსკვლავები” “იმედზე” ბრუნდება (ვიდეო)

“იმედი” სექტემბრიდან “ცეკვავენ ვარსკვლავებს” ეკრანზე აბრუნებს. ტელეკომპანიამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც შოუს საუკეთესო კადრებია შეკრებილი. როგორც დუტა სხირტლაძის ხმა გვაუწყებს, შოუს საზეიმო, მერვე სეზონი გრანდიოზული და ახალი სახეებით სავსე იქნება. შეგახსენებთ, რომ მეგაშოუში უამრავ ქართველ ცნობილ სახეს აქვს მონაწილეობა მიღებული, პროექტმა გაგვაცნო და პოპულარულ სახეებად აქცია უამრავი მოცეკვავე. საინტერესოა, ვინ მიიღებს მონაწილეობას “ცეკვავენ ვარსკვლავების” მერვე სეზონში. […]

რონალდო და მესი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – ნოე სულაბერიძე „ცეკვების“ შესახებ

7 ივლისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალია. პირველი ადგილისთვის ერთმანეთს ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი დაუპირისპირდებიან. პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე წერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ და ორივე კონკურსანტს წარმატებებს უსურვებს. ნოე აღნიშნავს: „სულ ვამბობ, რომ ეს პროექტი ჩემთვის მესამე შვილივითაა, რომელიც შეუძლებელია გაუჩერებლად არ გენატრებოდეს თავის ყველაზე მაგარი სტაფით, ყველაზე მონდომებული მონაწილეებით, ყველაზე მაგარი მოცეკვავეებით და ყველაზე მღელვარე […]

სექსუალური ვიდეორგოლი, “ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტების მონაწილეობით

ვიდეო ბათუმში არის გადაღებული. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტები აჭარაში „აეროსმიტის“ კონცერტზე იმყოფებოდნენ და ვიდეოც სწორედ მაშინ გადაიღეს.

რატომ ამბობს ლელა მებურიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარს?

„თითქმის ყველა სეზონზე მირეკავენ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“, მაგრამ უარს ვამბობ. რადგან ხან ორსულად ვარ, ან ახალი გაჩენილი მყავს ბავშვი. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ პროექტს სასწაული შრომა სჭირდება. თუ ხელს მოჰკიდებ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. ძალიან ბევრი იმუშავო. თუ ფიზიკურად მომზადებული არ ხარ, შეიძლება ბევრი ტრავმაც მიიღო. არ ვარ მზად ყველაფერი გვერდზე გადავდო. სანამ გავთხოვდებოდი და ბავშვს გავაჩენდი, ალბათ დავთანხმდებოდი. სამი თვით ადრე მაინც დავიწყებდი ვარჯიშს. თვითონ კონკურსის ფორმატიც ძალიან დიდი სტრესია, კვირაში ერთხელ აკეთო შენთვის უცხო საქმე, თან უცხო ადამიანებმა შეგაფასონ რთულია. დიდი გამოცდილებაც არის, მაგრამ შინაგან დისკომფორტზე რომ ვფიქრობ, არ მსიამოვნებს და თავს ვიკავებ“ - აცხადებს მსახიობი.

რა ხდება “ცეკვავენ ვარსკვლავების“ კულისებში? (ვიდეო)

„ტელეიმედმა“ მაყურებელს დილის ეთერში აჩვენა, რა ხდება პროექტის კულისებში. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და წარმატებისთვის თავს არ ზოგავენ.

რეკლამა