რატომ არ აპირებს ხათუნა იოსელიანი საქართველოში დაბრუნებას

0
2715

ქართველი მსახიობი ხათუნა იოსელიანი 12 წლის წინ წავიდა ამერიკაში. სხვა ქვეყნისკენ პირადმა და ცხოვრებისეულმა გაჭირვებამ უბიძგა. დღევანდელი საქართველო მისთვის გაუცხოვებულია და დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს.  მას ამერიკამ მანჰეტენზე ბინაც კი აჩუქა, ამიტომ ამ ფაქტორმა ის საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სამშობლოში აღარ დაბრუნდეს.

„ამერიკაში გადასარევად ვგრძნობ თავს, ამერიკა ის ქვეყანაა სადაც უყვართ ადამიანები რომლებიც შრომობენ და რაღაცას აკეთებენ. ჩემი რეგალიების მქონე ადამიანს კი თან გადამყვნენ, ბინაც მომცეს და „ქვეყნისთვის საჭირო ადამიანის” სტატუსიც მომანიჭეს. მწვანე ბარათი რომ მომცეს, ამ სტატუსის მოქალაქეობაც მომანიჭეს, ალბათ იფიქრეს, რომ საჭირო ვარ. აქ ბინების გადაცემა ისე ხდება, როგორც ჩვენთან კომუნისტების დროს ხდებოდა. მანჰეტენზე მომცეს ბინა, ძალიან მიყვარს ამერიკა და განსაკუთრებით ნიუ-იორკი. რაც ჩემი ძმა საშკა იოსელიანი აღარ არის, ჩემს სამშობლოს ჩემს თვალში ხიბლი დაეკარგა“, – ამბობს “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხათუნა იოსელიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here