რატომ ამბობს ლელა მებურიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარს?

0
3502

მსახიობი ლელა მებურიშვილი ტელეიმედში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სამსახურის გარეშე დარჩა. თუმცა შესაძლოა ის ეკრანზე მალე დაბრუნდეს. ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ლელა მებურიშვილმა ინტერვიუში იმ კითხვასაც გასცა პასუხი, რატომ არ იღებს მონაწილეობას პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

„თითქმის ყველა სეზონზე მირეკავენ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“, მაგრამ უარს ვამბობ. რადგან ხან ორსულად ვარ, ან ახალი გაჩენილი მყავს ბავშვი. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ პროექტს სასწაული შრომა სჭირდება. თუ ხელს მოჰკიდებ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. ძალიან ბევრი იმუშავო. თუ ფიზიკურად მომზადებული არ ხარ, შეიძლება ბევრი ტრავმაც მიიღო. არ ვარ მზად ყველაფერი გვერდზე გადავდო. სანამ გავთხოვდებოდი და ბავშვს გავაჩენდი, ალბათ დავთანხმდებოდი. სამი თვით ადრე მაინც დავიწყებდი ვარჯიშს. თვითონ კონკურსის ფორმატიც ძალიან დიდი სტრესია, კვირაში ერთხელ აკეთო შენთვის უცხო საქმე, თან უცხო ადამიანებმა შეგაფასონ რთულია. დიდი გამოცდილებაც არის, მაგრამ შინაგან დისკომფორტზე რომ ვფიქრობ, არ მსიამოვნებს და თავს ვიკავებ“ – აცხადებს მსახიობი.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here