რატომ აატირა ოსკაროსანმა კომპოზიტორმა ნინი შერმადინი?

0
1884

მომღერალმა ნინი შერმადინმა რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში ფრენკი პრევიტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მასთან თანამშრომლობა დააანონსა. ფრენკი პრევიტი ოსკაროსანი მუსიკოსია, რომელსაც სიმღერისთვის “time of the my life” წლების წინ, პრესტიჟული ჯილდო, ოსკარი გადაეცა. რა სახის თანამშრომლობა შედგება ნინი შერმადინს და ფრენკი პრევიტს შორის, ამაზე ნინიმ “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემის ჩართვაში ისაუბრა.

„მეგონა, რომ სასწაულები ხდებოდა, მაგრამ ჩემს თავს თუ მოხდებოდა ეს ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი და ფრენკის დაკავშირება, ჯონ ლეიპდროფსის საშუალებით მოხდა. ჯონთან სამი წლის წინ ვიყავი კასტინგზე სტუდიაში, ამ პერიოდის მანძილზე არ შემხმიანებია. ერთხელაც დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, რომ ფრენკი პრევიტი, რომელიც ბრუკლინში ერთ-ერთი თეატრის ხელმძღვანელია, სპექტაკლისთვის ეძებს დივას, შეხვდი და ბედი სცადეო. ასე მოვხვდი ფრენკი პრევიტთან. მიუზიკლის სცენარის ავტორი მარკ მედოფია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ჯილდო აქვს მიღებული. დამამტკიცეს დივას როლზე, მაგრამ დამატებით დეტალებზე საუბრის უფლება ჯერჯერობით არ მაქვს. პრევიტი ძალიან უშუალო ადამიანია, როდესაც ვესაუბრებოდი, მითხრა, რომ ოსკარამდე დიდი გზა გაიარა, თქვა ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი სიმღერა გახდა ჩემზე პოპულარულიო. ამას რომ მიყვებოდა ვიტირე“ – განაცხადა ნინიმ ჩართვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here