რატი წითელაძე: “ბედნიერი ვარ, რომ ყველას არ მოვწონვარ…”

რატი წითელაძე: “ბედნიერი ვარ, რომ ყველას არ მოვწონვარ…”

რატომ არ უყურებს “პარადოქსს” მისი მთავარი გმირი

რატი წითელაძე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ყვითელი პრესა მისი პიკანტური ფოტოებითა და ვიდეოთი დაინტერესდა. შემდეგ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაც მიიღო, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა. ბოლო ორი წელი სწავლა-განათლების მიღებაში გაატარა, მათ შორის – ლოს ანჯელესში, სადაც რეჟისურასა და სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა, პარტნიორთან ერთად ფილმის გადღებას გეგმავს, მანამდე კი GDS-ის სერიალში “პარადოქსი“ მთავარ როლს ასრულებს.

რატი, ჩვენი პირველი ინტერვიუდან, რომელიც თამამ ფოტოებზე ჩავწერეთ, დიდი დრო გავიდა. მაშინ სულ სხვა თემები იყონ შენ გარშემო, ახლა – სხვა. როგორ აფასებ განვლილ პერიოდს?

ჩემთვის ყველაფერი სპორტით დაიწყო. არ მინდოდა, სპორტსმენი ვყოფილიყავი, ბავშვობიდან, მშობლებმა დამაძალეს, მაგრამ რასაც ვიწყებ, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. ბრძოლაში წესების გარეშე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. დავიწყე ძებნა იმის, რაც ნამდვილად მენდომებოდა. სრულფასოვნად ცხოვრება მინდოდა. ის წლები, რაც სპორტში გავატარე, დაკარგულად მიმაჩნია. ვაკეთებდი ბევრ რამეს, მაგრამ არასდროს ვიყავი კმაყოფილი ამით. ფოტოებს ვიღებდი თუ სხვა რამეს, ეს დიდად არ მომწონდა. რაღაც პერიოდი, როცა გავხდი ცნობილი, მაშინაც ძიებაში ვიყავი. “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყოფნისას მივხვდი, რაც მინდოდა. მსურდა, გავმხდარიყავი რეჟისორი, მსახიობი. როგორც რეჟისორი და მსახიობი, ქმნი სხვადასხვა ცხოვრებას და ეს ნამდვილად ძალიან მაინტერესებს. ახლა ვდგამ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს, თუმცა კმაყოფილების გრძნობა მაინც არ მაქვს და არც არასდროს მქონია…

“პარადოქსის“ მთავარი როლი როგორ შემოგთავაზეს?

ბოლო ორი წელი, არავისთან ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ ვსწავლობდი და ჩემს მომავალ პროფესიაზე ვფიქრობდი. მერე გავემგზავრე ლოს ანჯელესში და დავიწყე მუშაობა ჩემს პარტნიორთან ერთად პროექტზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებები. ამის გამო ჩამოვედი საქართველოში და შევხვდი ერთ-ერთი სტუდიის მფლობელს. მან გამოთქვა სურვილი, რომ პროექტს დახმარებოდა. ამავე დროს მიმდინარეობდა მუშაობა “პარადოქსზე“. ასეთ ფილმებს საერთოდ არ ვუყურებ და არ შედიოდა ჩემი ინტერესის სფეროში, არ მიყვარს საშინელებათა ფილმები. მაგრამ შემდეგ ზურა მენთეშაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და “პარადოქსის“ რეჟისორმა შემომთავაზა კვლავ სერიალში მონაწილეობა. გამომიგზავნეს სცენარი, წავიკითხე და დავთანხმდი, რადგან სცენარიც მომეწონა და ჩემი პერსონაჟი, ირაკლი. ეს იყო ის, რისი გაკეთების საშუალებაც მომეცემოდა, როგორც მსახიობმა, პერსონაჟი ვითარდება და ძალიან დამაინტერესა. ეს იყო მიზეზი, რატომაც დავთანხმდი “პარადოქსში“ მონაწილეობას.

გადაღებების პროცესი როგორი იყო და მოლოდინი თუ გაგიმართლა, რაც სერიალთან დაკავშირებით გაგიჩნდა სცენარის წაკითხვისას?

გადაღებები ჩემთვის ძალიან ახალი იყო. ამერიკაში სწავლისას რასაც ეცნობი, აქ ცოტა სხვანაირად ხდება, განსხვავებები არის. სიმართლე გითხრა, სერიალი არ მინახავს ჯერ. ვერაფერს ვიტყვი, მე ვცდილობ…

გამოხმაურებებით მაინც არ დაინტერესდი?

ამ ეტაპზე არაფრით დავინტერესებულვარ. ჯერ გადაღებების პროცესიც არ დასრულებულა, ვართ შუაში, ამიტომაც სანამ მთლიანად არ გამოვა, არ ვნახავ. ფილმი რომ გადაიღო და შუა ფილმისას ვინმემ გკითხოს, კარგია თუ არა, ხომ ვერ ვუპასუხებ. სერიალის შეფასებაც ძალიან რთული იქნება.

როგორც ვხვდები, ბევრს მუშაობ საკუთარ თავზე, პირადისთვის თუ გრჩება დრო?

პირადთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არანაირი დრო არ მრჩება. თან, როცა პროფესიაზე ვსაუბრობთ, მირჩევნია, მხოლოდ ამაზე გესაუბროთ (იღიმის).

ორ თვეზე მეტია, “პარადოქსის“ გადაღებების გამო მღვდლის ფორმით დავდივარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, პროფესიული განვითარებისთვის. საქართველოში ვაპირებ ფილმის გადაღებას და შიგნიდან ვეცნობი ყველაფერს, ქართულ სისტემას, არის პლუსებიც და მინუსებიც, რომლებიც უნდა ვიცოდე, როგორც რეჟისორმა. ჩემი ფილმი 90-იანი წლების იმ პრობლემების შესახებ იქნება, რასაც საქართველოში კი არა, კავკასიაშიც არ შეხებიან. მე, როგორც რეჟისორი, ისე ჩამოვედი, მაგრამ მსახიობობა დავიწყე, თუმცა ეს ორი პროფესია ერთმანეთთან არის დაკავშირებული (იღიმის).

გამოხმაურებებზე მკითხე და კრიტიკა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა… ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მუდმივად არის (იღიმის). ეს კარგია. როცა არაფერს აკეთებ, ალბათ, არც არავინ არაფერს ამბობს. კრიტიკა ძალიან მეხმარება ყოველთვის წინასვლასა და განვითარებაში. ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყველას მოსწონს. მახარებს, რომ არის ხალხი, რომელიც კრიტიკულად მიყურებს. უფრო მეტის გასაკეთებლად დიდი სტიმულია. ადამიანები ვართ და სრულყოფილები ვერ ვიქნებით. ყოველთვის ფორმაში ხარ და არ მოდუნდები, თუკი გაკრიტიკებენ. მეორე მნიშვნელოვანი თემა ისაა, რომ ამის მიუხედავად, სპორტიდან დაწყებული, მუდამ ვაღწევდი სასურველს… (იღიმის).

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

November 25, 2015 / 5:07 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის ოფიციალური ფოტოები

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 11 ნოემბერს დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს, სადაც ცერემონია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყვილის ბედნიერება მათმა ოჯახებმა და ახლობლებმა გაიზიარეს. ნანუკა ტაძრამდე მამამ მიაცილა. ნეფეც და პატარძალიც ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. ერთ-ერთი ფოტოსტუდიის Savemomentstudio „ფეისბუქ“-გვერდმა ჯვრისწერიდან ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. (ფოტოები)

„სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა…“

სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის გუშინდელ ჯვრისწერას სოცქსელებში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი დახურა. კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ნინა კობახიძე, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი: „სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა, შერონ სტოუნობა გამახსენდა უცებ, აივნიდან რომ ვერ გადმოიხედებოდი და თან ფული უნდა ჩაგვეტანა […]

ლევან კბილაშვილის გამოსვლა რუსულ „ვოისში“ – „ეს მხოლოდ დასაწყისია!..“

„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა. ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა მხარდამჭერების მისამართით: „მე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რატი წითელაძე „ოქროს გლობუსზე“ დასასწრებად მიიწვიეს

რატი წითელაძის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს სიახლეს, რომლის თანახმადაც, ქართველი რეჟისორის პროექტი „ოქროს გლობუსის“ ჰოლივუდის უცხოური პრესისას ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით “ცარიელი სახლი” 3 გამარჯვებულს შორის დაასახელა. რატი ლოს-ანჯელესში, სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში ჰოლივუდის უცხოური პრესის […]

ქართული ფილმი პრესტიჟულ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი დანიის ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან კინოფესტივალზე OFF – Odense International Film Festival-ზე 3 მთავარ საკონკურსო პროგრამაში შეარჩიეს. ფესტივალი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დანიის ქალაქ ოდენსეში იმართება! “სოციუმის პატიმარს” მოპოვებული აქვს ოსკარის კვალიფიკაცია და ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში “სოციუმის პატიმარი” პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც 15 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის […]

რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“ 4000-მდე ფილმიდან საუკეთესოთა შორის დაასახელეს

რეჟისორი რატი წითელაძე წერს, რომ მისი ნამუშევარი „სოციუმის პატიმარი“ საუკეთესოთა შორის პრესტიჟულ ფესტივალზე Tampere Film Festivalმოხვდა. გთავაზობთ რეჟისორის სტატუსს: „4000-მდე ფილმიდან ჩვენი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “სოციუმის პატიმარი” საუკეთესოთა შორის მოხვდა. ფილმის პრემიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოსკარის, BAFTA და ევროპული აკადემიის საკვალიფიკაციო კინოფესტივალის Tampere Film Festival-ის მთავარ საერთაშორისო კონკურსში შედგება. ფესტივალს 30,000-ზე მეტი მნახველი ყავს […]

რატი წითელაძე: „5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ვნახე ჩემი მშობლები…“

აღმოსავლური ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი, რატი წითელაძე, რომელმაც სახელი სკანდალური იმიჯითა და ინტერვიუებით გაითქვა. პირველ ინტერვიუში, რომელიც მისი თამამი ფოტოების შემდეგ ქართულ პრესაში გამოჩნდა, რატიმ აღნიშნა, რომ მისთვის სექსის სანაცვლოდ ფული შეუთავაზებიათ. მოგვიანებით, მან აღიარა, რომ ასეთი სკანდალური განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა. შემდეგ რატი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ამის მერე კი ეპატაჟური ნაბიჯები აღარ გადაუდგამს და ლოს […]

რეკლამა