რატი დურგლიშვილმა საკუთარი ხელით ნაძვის ხის სათამაშოები შექმნა – „ხელები გადატყავებული მაქვს…“ (ფოტოები)

0
3048

რატი დურგლიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში თავისი ხელით გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშოების ფოტოები გამოფინა. როგორც მომღერალმა დაწერა:

„მოკლედ, მეგობრებო❤ წელს ასე ვაპირებ ჩემი ნაძვის ხის მორთვას ჩემივე ხელით და იდეით შექმნილი სათამაშოებით ნახეთ და შემიფასეთ 3 თვის შრომა ❤️❤️რომ ავაწყობ, განახებთ უფრო კარგად“.

Fortuna.ge რატის დაუკავშირდა მისი ახალი ჰობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

რატი დურგლიშვილი:

სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მოქანდაკე ვარ. ეს ჩემი პროფესიაა, რომელთანაც ძალიან ახლოსაა ის, რაც ახლა გავაკეთე. ჩემი ხელით შევქმენი ნაძვის ხის სათამაშოები, სულ 190-მდე. ამ ყველაფრის გაკეთებას სამი თვე მოვანდომე, უნდა ნახო, ხელები სულ გადატყავებული მაქვს, ფრჩხილებში კი ლაკი ჩასხმული (იცინის).

სათამაშოებისთვის სპეციალური ყუთებიც დავამზადე, ნაძვის ხის ფორმის, სადაც სულ 9 სათამაშო ეტევა. ასეთი სამი ყუთი იტალიიდან შემიკვეთეს, ორი უკვე გავაგზავნე და მესამესაც გავგზავნი. სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შეკვეთები. თბილისში კი მაღაზია „ამბიენსში“ დევს, თუმცა ნიმუშის სახით. არ ვიცი, შეკვეთა რომც მომცენ, შევძლებ თუ არა დამზადებას, რადგან ძალიან დიდი დრო მიაქვს.სრულად + ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here