რატი დურგლიშვილი ოქროს ტალღაზე ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული გახდა

0
85

“ოქროს ტალღა 2015” – დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კლუბ “ოტიუმში” გაიმართა, სხვადასხვა ნომინაციებთან ერთად გამოვლინდა ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული. ეს ნომინაცია კი წილად რატი დურგლიშვილს ხვდა.

ტელეკომპანიის რჩეული, Music Box-ის პროგრამების დირექტორმა, ლიზა ვადაჭკორიამ დაასახელა. გამოცხადების პერიოდში რატი დურგლიშვილი არ იყო დარბაზში, რადგან ისე დაემთხვა, რომ წინა ნომინაციაც სწორედ მას ხვდა წილად და ინტერვიუს წერდა. პატარა ლოდინის შემდეგ გაკვირვებული მომღერალი კვლავ გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე და დიდი მადლობა გადაუხადა ამ ნომინაციისთვის.

მოგვიანებით მომღერალმა სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა სასიამოვნო სიახლე და საზოგადოებას ამცნობა: “უბრალოდ უღრმესი მადლობა Music Box-ს, უღრმესი მალობა რადიო-ჰოლდინგ “ფორტუნას”. მე თქვენ ძალიან გამაბედნიერეთ მეგობრებო. დღეს მე ავიღე ორი ჯილდო, ერთი – საუკეთესო პოპ სიმღერა, მეორე Music Box-ის რჩეული. ნამდვილად რომ შრომა ფასდება, მიყვარხართ ძალიან.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here