რატი დურგლიშვილი მამის ავადმყოფობის გამო 4 თვე თურქეთში იმყოფებოდა

0
4745

მომღერალი რატი დურგლიშვილი ბოლო დროს, ძირითადად თურქეთში ცხოვრობდა. რატი თურქეთიდან ხშირად დებდა სოციალურ ქსელში ფოტოებს, რაც არაერთი ჭორის მიზეზი გახდა, მაგრამ რეალურად ის მეზობელ ქვეყანაში, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა.

კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილს, რამდენიმე თვის წინ, რთული დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც რატიმ მამა სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანა. “მამაჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეექმნა და ოჯახს 4 თვით, თურქეთში გადასვლა მოგვიწია. იქ ვმკურნალობდით. ეს ამბავი არ გახმაურებულა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ცუდად სარგებლობენ. სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებენ და სხვების ნაცვლად დახმარებას ითხოვენ. ეს რომ აგვერიდებინა თავიდან, ისე წავედით სამკურნალოდ, საერთოდ არაფერი ვთქვით. მამას ქირურგული ჩარევა დასჭირდა, ღვთის წყალობით, დღეს ყველაფერი კარგად არის“ – განაცხადა მომღერალმა “სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here