რას აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანი გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად?

რას აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანი გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად?

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად, საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვა გადაწყვიტა. მან ერთ სტუდენტს სწავლა უკვე დაუფინანსა, ამის შესახებ ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ესეც პირველი სტუდენტი, რომელიც გაყიდული ნივთებით დაფინანსდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედია ბევრის დაფინანსებას მოვახერხებ“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და ულამაზესი სტუდენტის ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ნივთების გაყიდვის შედეგად სწავლა დაუფინანსდა.

პირველი სტუდენტი, რომელიც ამ აქციით ისარგებლებს მარიამ ბეროშვილია. მარიამი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა. სამწუხაროდ მეორე კურსის ბოლოს, მამა გარდაეცვლა. სტრესისა და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მარიამმა აკადემიური აიღო, მაგრამ მალე მეგობარმა თანხა ასესხა (1100ლარი) და თებერვალში სწავლა გააგრძელა. მეორე კურსიც წარმატებით დახურა და ვალის გასტუმრების მიზნით მუშაობა დაიწყო.

7ოქტომბერს მარიამის ძმა (გიორგი ბეროშვილი, მსოფლიო ჩემპიონი სამჭიდში) ავარიაში მოჰყვა, სიკვდილს გადაურჩა და ახლა რეაბილიტაციას გადის. მარიამის ხელფასიც და ოჯახის მთლიანი შემოსავალიც გიორგის ხმარდება. ამიტომ მან, საკუთარი სწავლის დაფინანსება ვერ შესძლო. ერთ თვეში ბაკალავს უნდა ამთავრებდეს, მაგრამ მესამე კურსის დაწყების მოლოდინშია. მარიამი სწავლას გააგრძელებს. მას გაყიდული ნივთებით დავუფარავთ ერთი წლის თანხას, 1125 ლარს ♥ წარმატებები მარიამ“ – წერს ნანუკა

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სექსუალური ქეთა საცურაო კოსტიუმში და რომანტიული შვებულება გუფისთან (ფოტო)

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, როგორ ისვენებს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან გუფისთან ერთად. ამჯერად კი ინტერნეტში 31 წლის მომღერლისა და 38 წლის რეპერის ახალი რომანტიკული ფოტოები ვრცელდება. ქეთა ფოტოებზე შავი და ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი ერთად ირუჯება. ეს ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად გუფიმ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი […]

„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

მაკა ჩიჩუა პირად ცხოვრებაზე: „ჩვენს სიყვარულს ძალიან ვუფრთხილდებით…“

საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ნანუკა ჟორჟოლიანთან საინტერესოდ ისაუბრა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. მაკა ჩიჩუა: ეს ძალიან ისეთი გრძნობაა, რომელიც კიდევ კარგი, რომ მაქვს და არ მთავრდება. პირიქით, გაღრმავდა და გახდა მრავალფეროვანი. ადრე თუ იყო პირველადი, როგორც ხდება ხოლმე, საფეხურებად, მერე კიდევ სხვა საფეხურები მოიტანა. მერე თემო გაჩნდა, რომელმაც სხვა ეტაპზე გადაგვიყვანა, შემოვიდა  თომა ჩვენს […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ევროპაში ვეწევით გარეთ, მაგრამ ჩვენივე ქვეყანაში ამ წესს ვაპროტესტებთ…“

ნანუკა ჟორჟოლიანი სიგარეტის საჯარო ადგილებშ მოწევის აკრძალვას ეხმაურება და მისი დადებითი მხარეების შესახებ საუბრობს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ ვაპროტესტებთ ჩვენს ქვეყანაში იმ წესის შემოღებას, რომელსაც ევროპაში ჩასულები უსიტყვოდ ვემორჩილებით… ნანუკა წერს: „ევროპაში ვერ, ან ძალიან რთულად ნახავთ ადგილს, სადაც მოწევა შეიძლება. ქუთაისიდან, თუ თბილისიდან მილანებში (დოჩის ხმით) ჩაფრენილები წესებს ვემორჩილებით, ვეწევით გარეთ, მაგრამ ჩვენივე […]

ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი სიგუას ისევ უპირისპირდება: „ეყოს ის დაფინანსება, რასაც ხელისუფლებისგან იღებდა…“

ახლახან ცნობილი გახდა, რომ გიორგი სიგუას „ჯემ ფესტის“ ჩასატარებლად სახელმწიფომ მიწა აღარ მისცა. ღონისძიების ორგანიზატორმა სახელმწიფოს მიწის დასაქირავებლად მას შემდეგ მიმართა, რაც ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული ჰქონდა. წელს სახელმწიფომ ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიების გამართვა „ბლექ სი არენას“ გუნდს დაავალა, რომელსაც ანი კავლელიშვილი ხელმძღვანელობს. ამ თემაზე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი ნიკა გვარამიამ გააზიარა […]

გახდომის ოქროს წესები ნანუკა ჟორჟოლიანისგან

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში ძალიან გახდა და კარგ ფორმაშია. ტელეწამყვანი საკუთარ გამოცდილებას ამ კუთხით უზიარებს მათ, ვისთვისაც მისი რეკომენდაცია შესაძლოა, საინტერესო იყოს. ნანუკა წერს: „მოგესალმებით, მეგობრებო:) დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს. ჩემი არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ-მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: „სიყვარულია მთავარი ამ ქვეყანაზე…“

ნანუკა ჟორჟოლიანი ვალენტინობის დღესასწაულის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ყველა უყვარს და ყველასი მადლიერია. ნანუკა წერს: „ყველა ვალენტინის დედაც, ჯეკ. სიყვარულია მთავარი ამ ქვეყანაზე. სიყვარული, კაცის, ქალის, ტყის, მზის, ცის. შვილის, დედის, საკუთარი თავის. სიყვარული და მადლიერება. დანარჩენი ყველა, ხარახურა გრძნობაა:) ამიტომაც მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარხართ და მადლიერი ვარ ღმერთის, ცის, […]

რეკლამა